ორი კვირაა, რაც სოც. ქსელებში WhiteBIT Georgia ახმაურდა. თანაც ქართულად, მხიარული ტონით და ახალი შეთავაზებით — „კრიპტო ხელზე!“
გზავნილი უდავოდ კარგად ჟღერს, თუმცა სჯობს, ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ და ცოტა დეტალებშიც ჩავიხედოთ:
WhiteBIT ცხადად უმსხვილესი ბირჟაა ევროპაში. ფესვები კი უკრაინული აქვს. cer.live-მა, დაცულობის უმაღლესი ხარისხიც მიანიჭა (AAA) და ამ მიმართულებით, მსოფლიო სამეულშიც შეიყვანა Crypto.com-თან და Kraken-თან ერთად.
კომპანია საქართველოში „WhiteBIT საქართველოს“ სახელით ოპერირებს, მომხმარებლებს ქართულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტები ემსახურებიან, გახსნილია მომსახურების ცენტრი. ასევე, შეგიძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვა, რომელიც „უნიქარდს“ ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ „უნიქარდი“ ბევრად მეტია, ვიდრე WhiteBIT-ის სავაჭრო პარტნიორი — 2022 წლის თებერვალში WhiteBIT-მა უნიქარდის კომპანიათა ჯგუფში მნიშვნელოვანი წილი შეიძინა, Fintech და ლოიალობის ბაზრის ქართველმა პიონერმა კი მართლაც კრიპტოსკენ აიღო გეზი. ამ მოგზაურობაში მას Visa და Mastercard „უმაგრებენ ზურგს“.
რაც შეეხება უშუალოდ WhiteBIT კრიპტო-ბარათებს: მარტივი აღქმისთვის, თავად WhiteBIT-ის თანამშრომლებს ასეთი შედარება მოჰყავთ — ეს კრიპტო-ბარათები, თავისი შინაარსით, ძალიან ჰგავს პრეისტორიულ „მონო“ ბარათებს: გადაფხიკე და შეავსე ბალანსი!
აღნიშნული კრიპტო-ბარათების მიღება საკმაოდ მარტივია: მიდიხართ ვაჟა-ფშაველას 71 ნომერში მდებარე დაბრენდილ და კეთილმოწყობილ სერვის-ცენტრში, ეროვნული ვალუტით ყიდულობთ კონკრეტული ნომინალის კრიპტო-ბარათს (1, 5, 10, 50), შეგყავთ ბარათის კოდი whitebit.com-ის ვერიფიცირებულ ანგარიშზე და უმალ გიაქტიურდებათ ბარათზე გამოსახული რიცხვის ტოლი USDT. დანარჩენი ქმედებები უკვე თქვენზე და თქვენს ფანტაზიაზეა. თითქოს, მეტად ცხადი გახდა სარეკლამო გზავნილის შინაარსიც — თქვენ მართლა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხელზე ყიდულობთ კრიპტოს.
WhiteBIT-ის ადგილობრივი გუნდისგან ერთი რჩევაც მივიღეთ, თავადაც მოგვეწონა და თქვენც გაგიზიარებთ — WhiteBIT-ის ბალანსზე გააქტიურება, რა თქმა უნდა, ერთი გზაა, მაგრამ ასევე, შეგიძლიათ ბარათი საჩუქრად გადასცეთ მეგობარს ან მას, ვინც ბედნიერი იქნება. კრიპტოს სანაცვლოდ გადმოგცეთ რაიმე ნივთი ან/და მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ ეს ბარათი ერთგვარ კრიპტო-ბანკნოტადაც გამოიყენოთ.
[R]