in

WhiteBit-ზე დოლარისა და ევროს Visa/Mastercard-ზე, უკრაინული გრივნის გატანა კი IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე შეიძლება

უკრაინული წარმოშობის, ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT, აგრძელებს თავისი სერვისების ფუნქციონალისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ამიერიდან WhiteBIT-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, გაიტანონ დოლარი (USD) და ევრო (EUR) Visa/Mastercard საბანკო ბარათზე, ასევე გრივნა (UAH) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერზე — IBAN. ანუ, ახლა მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ დამატებითი სერვისები ან შუამავლები ამ ოპერაციების განსახორციელებლად — ამ ტრანზაქციის შესრულება მომხმარებელს შეუძლია WhiteBIT-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით ან კრიპტოვალუტის ბირჟის ვებგვერდიდან.

გარდა ამისა, WhiteBIT-მა გაზარდა სავაჭრო შესაძლებლობების მრავალფეროვნება ახალი სავაჭრო წყვილების დამატებით: WBT/BTC და WBT/UAH. WBT ტოკენის შეძენა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ USDT-ზე, არამედ ბიტკოინებითა და უკრაინული გრივნის მეშვეობითაც და პირიქით, ტოკენის გადაცვლა აღნიშნულ ვალუტაზე.

მომხმარებლებისთვის სერვისების, დამატებითი შესაძლებლობებისა და ფუნქციონალის ზრდა WhiteBIT-ის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს და კომპანიას თავის მთავარ მიზანთან აახლოებს, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოს მასშტაბით ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვასა და მასიურ გამოყენებასთან.

ჩვენი მიზანი საკმაოდ მარტივია. ჩვენ გამოვდივართ იმ მოსაზრებიდან, რომ WhiteBIT ბირჟაზე შესვლით მომხმარებელმა უნდა მიიღოს კრიპტოვალუტის შესაძლო სერვისების სრული სპექტრი და კიდევ ცოტა უფრო მეტი. ეს არის ჩვენი ფილოსოფია. ამიტომ, WhiteBIT მუდმივად, სისტემატურად და თანმიმდევრულად აუმჯობესებს როგორც მომსახურების ხარისხს, ასევე მათ ფუნქციონირებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მიდგომა ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტის საზოგადოების ზრდას და წაახალისებს უფრო და უფრო მეტ ადამიანს, ჩაეფლონ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამყაროში, რომელიც უკვე აყალიბებს თითოეული ჩვენგანის მომავალს“, — თქვა WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლოდიმირ ნოსოვმა.

მან ასევე დეტალების გამჟღავნების გარეშე დააანონსა, რომ WhiteBIT მომხმარებელი უახლოეს მომავალში კომპანიისგან ბევრ ახალ სასიამოვნო ამბავს გაიგებს.


ინფორმაციისთვის, WhiteBIT ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟაა ევროპაში. კომპანიას გავლილი აქვს KYC და AML პროცედურები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის მონაცემებით, ის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 2 ბირჟაში შედის და აქვს AAA რეიტინგი. WhiteBIT გუნდი 500 წევრისგან შედგება.

[პარტნიორის კონტენტი]

საინტერესო და უცნაური ფაქტები ავტოინდუსტრიიდან

ასე გააერთიანა „არქიმ“ მთელი სამეზობლო, არჩის მოსაძებნად