ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა, WhiteBIT მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. საქართველოში WhiteBIT-თან დაკავშირებულმა კომპანიებმა, WhiteBIT Georgia და PayUnicard, ერთობლივი ვიზა ბარათი — WhiteBIT ბარათი გამოუშვეს, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად გადაიხადონ სერვისებისა და პროდუქციის საფასური.
ამჟამად WhiteBIT ბარათს სამი ტიპის ფიატ ვალუტის მხარდაჭერა აქვს: ქართული ლარი, აშშ დოლარი და ევრო. იგი მომხმარებლებს, უსაფრთხო გადახდებთან ერთად, ლოიალურ პროგრამებში ჩართვას და სხვა უპირატესობებს შესთავაზებს. ციფრულ ბარათს Apple Pay-ისა და Google Pay-ის მხარდაჭერა აქვს — მომხმარებელი ისარგებლებს უკონტაქტო გადახდებით და გაანაღდებს თანხას ბანკომატიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც Visa ბარათებს იღებენ.
WhiteBIT ბარათის მისაღებად აუცილებელია, დარეგისტრირდეთ WhiteBIT Georgia პლატფორმაზე და გაიაროთ ვერიფიკაცია. პროდუქტის მიღებისთვის ასევე აუცილებელი პირობაა WhiteBIT ტოკენის (WBT) დაჰოლდვა. ბარათთან დაკავშირებით განაცხადის გაგზავნას ბირჟიდან შეძლებთ.
WhiteBIT ბარათის შესახებ დეტალებზე WhiteBIT Georgia-სა და PayUnicard-ის აღმასრულებელი დირექტორს, ნანა ქებურიას გავესაუბრეთ:
M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა WhiteBIT ბარათის შექმნის იდეა?
WhiteBIT საქართველოსა და PayUnicard-ის ერთობლივი მიზანია, შექმნას კავშირი ორ სამყაროს შორის და სულ უფრო მეტად დააახლოოს კრიპტო და ფიატი. WhiteBIT ბარათი ამ გზაზე გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, შევქმენით კრიპტო-მეგობრული ციფრული ბარათი, რომლის დახმარებითაც, მომხმარებელს შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც VISA ბარათების მომსახურებაა დანერგილი, სწრაფი უკონტაქტო გადახდებით ისარგებლოს; ონლაინ შეავსოს აპლიკაციის ფორმა და მყისიერად მიიღოს ბარათი.
M: რა ტიპის უპირატესობებს სთავაზობს WhiteBIT ციფრული ბარათი მომხმარებელს?
PayUnicard კრიპტომეგობრული საფულეა და WhiteBIT ბარათის დახმარებით, კეთილსინდისიერ მომხმარებლებს ხელს შეუწყობს და გაუმარტივებს ოპერირებას ციფრულ ვალუტასა და ფიატს შორის. ბარათის გამოშვებისთანავე, მომხმარებელს წარვუდგინეთ მისი განვითარების სამომავლო გეგმაც. სულ მალე, 2023 წლის შემოდგომაზე, ბარათს დაემატება ლოიალობის სისტემა, ქეშბექი და მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებები.
ამჟამად WhiteBIT ბარათი ბირჟის მომხმარებლებს ძალიან კომფორტულ და კონკურენტუნარიან პირობებს სთავაზობს. კრიპტო-ბირჟიდან თანხის გატანას საკომისიოს გარეშე შეძლებთ, ხოლო ბირჟაზე ფიატის ბალანსის შევსებისას ყველაზე დაბალი, 0,2% საკომისიო გვაქვს.
ბარათის გასახსნელად ბირჟის კიდევ ერთ პროდუქტს, WBT-ს უნდა „ჰოლდავდეთ“. ესეც არ არის შემთხვევითი — ჩვენთან ბირჟის ტოკენის ფლობით სხვადასხვა პრივილეგიას მიიღებთ. ყოველთვის ვცდილობთ, ეკოსისტემაში არსებული პროდუქტები მომხმარებელს მოვარგოთ და ერთმანეთს იმგვარად დავუკავშიროთ, რომ საერთო ჯამში მომხმარებელი უფრო მეტ სარგებელს ხედავდეს.
M: WhiteBIT საქართველოსა და PayUnicard-ის პარტნიორობის შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ციფრულ ბარათთან ერთად, სულ მალე ფიზიკურ ბარათსაც დავაანონსებთ, ამიტომ დაგველოდეთ და გვადევნეთ თვალი.
იმედი გვაქვს, ფინანსური ტექნოლოგიების საერთაშორისო ტრენდებისა და ციფრული ვალუტების მომსახურების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში შევძლებთ, მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ციფრული აქტივების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობა. WhiteBIT ბრენდის და PayUnicard-ის პარტნიორობა რეგიონში თავისთავად ხმამაღალი განაცხადია, რომელიც საერთაშორისო საგადახდო სისტემების დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობს, რადგან გვაქვს ამბიცია, მოვახდინოთ ერთგვარი გარღვევა ფინანსურ ინდუსტრიაში და მომხმარებელს უფრო მეტი, მათზე მორგებული და ინოვაციური სერვისი შევთავაზოთ.
რაც შეეხება თავად WhiteBIT–ის ბრენდს, კომპანია უკრაინაში 2018 წელს დაარსდა და დღეს ევროპის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მოთამაშე, ცენტრალიზებული ბირჟა, მსოფლიო მასშტაბით 1000-ზე მეტ ტექ სპეციალისტს აერთიანებს. ამჟამად პლატფორმაზე 350 სავაჭრო წყვილი, 270 ციფრული აქტივი და 10-ზე მეტი სახელმწიფო ვალუტაა ხელმისაწვდომი. ბირჟის დღიური სავაჭრო მოცულობა, საშუალოდ, 2.5 მლრდ. აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ბირჟის მომხმარებლების ჯამური რაოდენობა, მსოფლიო მასშტაბით, 4 მილიონს აღემატება.
კომპანია საფეხბურთო კლუბ ბარსელონას, საფეხბურთო კლუბ ტრაბზონსპორის, უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და FACEIT-ის ოფიციალური პარტნიორია. WhiteBIT-ის უმთავრესი მიზანია, მთელს მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმღებლობა გაზარდოს.
[R]