in

„ვის ანაღვლებს?“ — Heineken-ს არ ადარდებს, რომ მის სახელს არასწორად გამოთქვამენ

Hinekken თუ Heniken?

ბრენდების სახელები სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად განსხვავებულად ან საერთოდ არასწორად წარმოითქმის… და ასეა ჰაინეკენის შემთხვევაშიც. სახელის უამრავი ვარიანტი გაჩნდა, თუმცა ბრენდი თავის ახალ კამპანიაში, რომელსაც 150-წლიანი ისტორიის პატივსაცემად წარმოგვიდგენს, გვეუბნება — ვის ანაღვლებს?

BOG

რეკლამაში მთელი ისტორიის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი არა, ის შემთხვევები წარმოგვიდგინეს, როცა მომხმარებლები სახელებს არასწორად ამბობდნენ, ლუდით არასწორად უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს და უბრალოდ კარგ დროს ატარებდნენ. ფრედი ჰაინეკენიც ხომ სწორედ ამას ამბობდა — “I don’t sell beer, I sell gezelligheid” ეს უკანასკნელი კი ჰოლანდიურად სწორედ დროის კარგად გატარებას ნიშნავს. 

„ჩვენ ღია ვართ იმ გზების მიმართ, თუ როგორ მოგვმართავენ მომხმარებლები, როგორ წარმოთქვამენ ჩვენს სახელს ან რას გვარქმევენ, როგორ სვამენ ისინი ჰაინეკენს… რადგან ვიცით, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. 150 წლის მანძილზე ვისწავლეთ, რომ კარგი დროის გატარება არ ეხება რაღაცის სწორად კეთებას, არამედ იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ ლუდთან ერთად ისიამოვნონ. იმ 192 ქვეყანაში, სადაც ჩვენი ლუდი იყიდება, შეიძლება გართობის ფორმები შეიცვალოს, თუმცა ჩვენი ლუდის მსგავსად, ამის საჭიროება მაინც მუდმივი იქნება. ამგვარად, კამპანია საერთო გამოცდილებას აღნიშნავს და იმ ბედნიერების ხარისხს, რომლის მოტანაც სოციალიზაციასა და ადამიანურ კავშირებს შეუძლია“, — აცხადებს ბრამ ვესტეენბრიკი, Heineken Brand-ის ხელმძღვანელი. 

როგორც უკვე ვახსენეთ, Heineken-ს ხშირად ისე არ იყენებდნენ, როგორც ბრენდს ჰქონდა განზრახული და ეს ვიდეოშიცაა ნაჩვენები — არასწორი ტატუ, ლუდი ლაიმითა თუ წვენის საწრუპით, როგორც ვხედავთ, ფრედის საფლავში ატრიალებს… ამასთან, სიუჟეტში ბრენდის სპონსორებზეც არის ყურადღება გამახვილებული, აქ Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონს მიკა ჰაკინენს დაინახავთ.

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Le Pub-მა იმუშავა, რომლის ხელმძღვანელი ბრუნო ბარტელი აღნიშნავს: ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ასეთი ბრენდი ფიქრობს, როგორ გამოთქვამენ მის სახელს… თუმცა Heineken-ისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ატარებენ მისი ლუდით ადამიანები კარგ დროს, რამდენადაა ნამდვილი gezelligheid მიღწეული. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს უჩვეულო სადღესასწაულო კამპანია, მის ისტორიაზე კი არ ვფოკუსირდით, არამედ იმ გზებზე, რომლითაც ჰაინეკენით ატარებენ დროს მთელ მსოფლიოში.

დასვენება, მზე, ზღვა, ნაყინი და ტექნიკა – ის, რის გარეშეც ზაფხული წარმოუდგენელია

Google Photos ინდივიდებს სახის აღქმის გარეშეც ამოიცნობს