მგონი, ცოტა ეგოისტურია სანტასგან მხოლოდ თავად რომ ველით საჩუქრებს და მის „გახარებაზე“ ნაკლებად ვფიქრობთ. თუმცა პატარების გულწრფელი სითბო ამ თემასაც ეხება — ბრიტანული საცალო ვაჭრობის კომპანია Boots-ის რეკლამა სწორედ სხვებისთვის სიხარულის მინიჭების კონცეფციაზეა აგებული.
სიუჟეტი პატარა გოგონას და დედამისის ეპიკური მოგზაურობის ამბავს მიჰყვება — ისინი ხურჯინით სხვადასხვა ადგილას მიდიან, რათა ადამიანები საჩუქრებით გაახარონ. ადგილობრივი ქუჩით დაწყებული, ჩრდილოეთ პოლუსის დათოვლილი პეიზაჟებით დასრულებული, სრულიად უცნობები ეხმარებიან ხმელეთის, ზღვისა და „ჰაერის“ გადალახვაში. ამ უანგარო დახმარების სანაცვლოდ კი, გულუხვად გასცემენ საჩუქრებს…