როდესაც მწერლისა და რეჟისორ ბენ ლანკესტერის მეუღლეს პანდემიის დროს ორჯერ მოეშალა მუცელი, წყვილმა გადაწყვიტა, ეს სამწუხარო გამოცდილება რაღაც პოზიტიურად ექციათ. მათი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვინ ითვლის“ 5 წუთში მოქცეული ხუთწლიანი დრამაა, სადაც მოულოდნელად შეწყვეტილი ორსულობის ფიზიკურ და ემოციურ ტრავმას განიცდიან.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი მეოთხე ორსულობა სპონტანური აბორტით მთავრდება, მაგრამ სოციალური ტაბუსგან გამომდინარე, ამ თემაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. საქველმოქმედო ორგანიზაცია Tommy’s-თან თანამშრომლობით კი, ლანკესტერსა და მის გუნდს სურდათ, უკეთ წარმოედგინათ პრობლემის მასშტაბურობა. ასევე, ჯანდაცვის სააგენტო Mind+Matter-ის გუნდთან თანამშრომლობით, მათ შექმნეს კამპანია, რომელიც ამ პრობლემის მქონეს ადამიანებზე აგროვებს ინფორმაციას.
სოციალურ მედიაში ფილმმა დააგროვა 780 000-ზე მეტი ნახვა და 330 000 კომენტარი.