LG Electronics-ი დეტექტიური ისტორიის ცენტრში მოექცა. ისტორიას საფუძვლად “ჯენის ჩაშლილი ქორწილი უდევს”, რომელიც LG-ს რამოდენიმე პროდუქტის სარეკლამო კამპანიად იქცა.
კამპანია სახელად “ვინ ჩაშალა ჯენის ქორწილი?” თებერვლის პირველ რიცხვებში ჩაუშვეს. კამპანიის შემქმნელები ამბობენ, რომ ფერადი რეკლამა სმარტფონ LG G3-ის დახმარებით შეიქმნა და თუ ჩახლართული სიუჟეტის ყურებას LG OLED -ის ეკრანზე ვაპირებთ, უფრო მეტის დანახვის საშუალება გვექნება…
ვიდეო პროექტი ბრენდის digital-კამპანიის ნაწილი გახდა. კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინტერნეტ ქვესტის გავლა და შეთქმულების მონაწილეების პოვნა, რომლებმაც “ფერადი ხულიგნობა” ჩაიდინეს.