in

ტელეფონის გამოყენება ტვინის კიბოს არ იწვევს! — WHO

ტელეფონები რომ რადიოტალღებს ასხივებს, ეს კარგად ვიცით და რადგან თავთან ახლოს ხშირად გვაქვს, გაჩნდა მოსაზრება, რომ მობილურმა ტელეფონებმა, შესაძლოა, ტვინის კიბო გამოიწვიოს. თუმცა ახლა თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — ჩვენს ჯანმრთელობაზე რადიოტალღების ზემოქმედების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მობილური ტელეფონების გამოყენება ტვინის კიბოს არ უკავშირდება. ამ ფაქტს WHO-ც ადასტურებს!

M2
M2

საინტერესოა, რომ აღნიშნულ საკითხზე წლების მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგად, სამეცნიერო კონსენსუსიც შედგა. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კვლევა ტელეფონის გამოყენების პოტენციურ ზიანზეც მიგვითითებს. მაგალითისთვის, 2011 წელს ჩატარებული IARC-ის კვლევის თანახმად, რადიოტალღებში ყოფნა ადამიანებისთვის პოტენციურ კარცეროგენს წარმოადგენს. IARC-იც WHO-ს ეკუთვნის, თუმცა მათი კვლევა მხოლოდ ადამიანების დაკვირვებებს მოიცავდა და მონაცემებიც შეზღუდული ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით უახლეს კვლევაზე. 

ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები ახლა მეტი თავდაჯერებით საუბრობენ ტვინის კიბოსა და ტელეფონს შორის კავშირის არარსებობაზე. თუმცა უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მაინც გეტყვით, რომ ნაშრომი 5 000 კვლევას მოიცავდა, რომელთაგანაც გამოსადეგად 1994-2022 წლებში გამოქვეყნებული 63 კვლევა ჩათვალეს… 

მეტიც, არც იმ შემთხვევებში გამოვლენილა კიბოსთან რაიმე კავშირი, როცა ინდივიდი ტელეფონს 10 საათის ან უფრო დიდი ხნის მანძილზე იყენებდა. მიღებულ შედეგს ეხმიანება ბოლოდროინდელი კვლევაც, რომლის თანახმადაც უკაბელო მოწყობილობების მოხმარების ზრდის მიუხედავად, ტვინის კიბოს მაჩვენებლები არ გაზრდილა. 

მთლიანობაში, შედეგები მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ეროვნული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები კარგად მუშაობს. ტელეფონები დაბალი დონის რადიოტალღებს ასხივებს და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გვეტყვის, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე მსგავსად ზემოქმედებს. მიუხედავად ამისა, კვლევებიც გრძელდება, რათა უზრუნველყონ, რომ არსებული გარემოებები ადამიანებისთვის მუდმივად უსაფრთხო იყოს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტს ვერიკო სუჯაშვილი უხელმძღვანელებს

ტექნოლოგიურ კონფერენციამდე “Tester’s Day 2024” 5 დღე დარჩა