22
Oct
2019

“Whoa, it worked!“ – ილონ მასკმა Starlink-ის სატელიტის ინტერნეტი დასაპოსტად გამოიყენა

22 Oct 2019

Alta
Alta


რამდენიმე საათის წინ, ილონ მასკმა Starlink-ის ინტერნეტი ტვიტერზე დასაპოსტად გამოიყენა. Starlink არის პროექტი, რომლის ამბიციაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ამისათვის ილონ მასკის კომპანიამ კოსმოსში, დაგეგმილი 30 000-დან, ჯერ მხოლოდ 60 თანამგზავრი გაუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებლის ტვიტიდან ვიგებთ, ტექნოლოგია მუშაობს.

რაც შეეხება Starlink-ის ინტერნეტის გამოყენებას, სავარაუდოდ, დასაწყისისთვის ამას აშშ-ში შეძლებენ. შემდეგი წლიდან კი კანადაში.

Starlink-ის პროექტი ბევრ ადამიანის მხრიდან სკეპტიციზმის ობიექტი ხდებოდა. მით უფრო არ სწყალობენ მას ასტრონომები, რომლებიც, პროექტის შედეგად, ღამის ცის ხილვადობის დაკარგვაზე საუბრობენ.

 

განხილვა