in ,

როგორი იქნება ABBA-ს დაბრუნება?

ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული პოპ-ჯგუფი ABBA სცენას არაორდინალური ფორმით უბრუნდება. ამის შესახებ, 40-წლიანი დიდი შესვენების შემდეგ, მუსიკოსებმა მსმენელების რევოლუციური კონცერტით გაკვირვება გადაწყვიტეს. თუმცა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი დაბრუნება. მსმენელთან შესახვედრად დიდი სამზადისი მიმდინარეობს. აგნეთა, ბიორნი, ბენი და ანი-ფრიდი კვლავ ახალგაზრდულ ფორმაში წარდგებიან სცენაზე. ამაში მათ VFX-ის ათასზე მეტი ექსპერტი და ჯორჯ ლუკასის კომპანიის Industrial Light & Magic ტექნოლოგიური ჯადოსნობა დაეხმარებათ. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეიქმნა ABBA-ს წევრების ციფრული ვერსია, რაც მუსიკოსებს ძველებურ იერსახეს მისცემთ. ჯგუფმა ესეც არ იკმარა და ძველი ჰიტების გაცოცხლებასთან ერთად, სრულიად ახალი ალბომი Voyage შექმნა, რომელიც 5 ნოემბრიდან გამოვა. კონცერტი კი, ლონდონში, 2022 წლის მაისში იგეგმება. ნახეთ ვიდეორგოლი, სადაც ABBA-ს წევრები ახალ თავგადასავალსა და თავიანთ ჩანაფიქრზე გიყვებიან.

Facebook Ray-Ban Stories – სათვალე, რომლის მეშვეობითაც ფოტოებსა და ვიდეოებს გადაიღებთ

Swing Festival 2021-ის შეჯამება და ინვესტორებისთვის გაღებული კარი