in ,

“ბურგერ კინგის” კამპანია სტუდენტური სესხების კრიზისის წინააღმდეგ

BOG
BOG

მილენიალები საზოგადოების ერთ-ერთ გავლენიან თაობად და მარკეტერების სასურველ აუდიტორიად ითვლებიან. თუმცა, ამ თაობას მართლაც აქვს ერთი პრობლემა, რომელშიც დახმარებას საჭიროებს და ეს პრობლემა სტუდენტურ სესხებს ეხება. მაგალითად, აშშ-ში სტუდენტური სესხი 44 მლნ ამერიკელს აქვს გამოტანილი. სესხის საერთო მოცულობა 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. “ბურგერ კინგმა” ამ კრიზისში შესაძლებლობა დაინახა და ტვიტერზე ასეთი პოსტი გაავრცელა:

ეს ნაბიჯი წინ უძღოდა “ბურგერ კინგის” ინიციატივას, დახმარებოდა მომხმარებლებს სესხის დაფარვაში. “ბურგერ კინგმა”, ეს პროექტი ფინტექ კომპანია Earnest-თან ერთად წამოიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის, საჭიროა BK-ის აპლიკაციის გადმოწერა. კამპანია ლატარიის პრინციპით მუშაობს. “ბურგერ კინგმა”, სტუდენტების დასახმარებლად, $250,000 გამოყო.

თუმცა, საზოგადოების ნაწილი, ამ ინიციატივას სკეპტიკურად მოეკიდა. გაჩნდა შეგრძნება, რომ ბრენდის ეს წამოწყება პრობლემის რეალური მოგვარებისგან შორსაა, რადგან კრიზისი მეტისმეტად მწვავეა. ასევე, მცირე შენატანად მიაჩნიათ $250,000, იმ ფონზე, როცა Whopper Detour-ის ერთცენტიანი აქციით 1 მლნ დოლარი მიიღო ბრენდმა.

“I amsterdam”-ის ადგილზე ახალი სკულპტურა “I amazonia” დადგეს

ნაცისტებიდან ჰიპებამდე – Volkswagen Beetle-ის გზის დასასრული