ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც სიცხითა და უჰაერობით დატანჯული თანამშრომლების ნაწილი ოფისში უამრავ დაგროვილ საქმეს აგვარებს, ამ დროს კი, შვებულებაში გასული კოლეგები სოციალურ ქსელებში მზიანი პლაჟისა და ლურჯი ზღვის ფოტოებს აზიარებენ. Burger King-მა მსგავსი შემთხვევებისთვის სპეციალური ვუპერი (Whopper) შექმნა და სიახლის რეკლამირებისთვის სახალისო ვიდეორგოლიც გადაიღო.














