in

რატომაა საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება?

საუზმეს ხშირად უწოდებენ “დღის ყველაზე მნიშვნელოვან კვებას” და ეს მართლაც ასეა. როგორც სახელიდან ჩანს, საუზმე არღვევს მთელი ღამის უზმო პერიოდს. იგი ავსებს ჩვენს სხეულს გლუკოზათი, რაც ჩვენს ენერგიის დონეს ზრდის და გვაფხიზლებს. საუზმე ასევე ავსებს ჩვენს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სხვა საკვები ნივთიერებებით.

საუზმის შედეგიანობა საკმაოდ ბევრმა კვლევამ აჩვენა. როგორც მაღლა აღვნიშნეთ ის ეფექტურად ზრდის ენერგიას და მოკლე ვადაში აუმჯობესებს კონცენტრირების უნარს. გარდა ამისა, საუზმე მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის კონტროლსა და სხვადასხვა დაავადების არიდებაში (მაგ: გულსისხლძარღვთა დაავადებები და 2 ტიპის დიაბეტი).

და მაინც, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ის? გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში მისი როლის შესახებ გიამბოთ.

ხშირად ისე ხდება, რომ როდესაც დილით ვიღვიძებთ, 10 საათის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი უჭმელია. საუზმე თქვენს ორგანიზმში ენერგიის და სხვადასხვა საკვები ნივთიერების მარაგს ავსებს.

ენერგია

სხეულის ენერგიის წყაროა გლუკოზა. გლუკოზა იშლება და შეიწოვება ნახშირწყლებიდან, რომელსაც სხვადასხვა საკვების მეშვეობით მიირთმევთ. სხეული ენერგიის უმეტეს ნაწილს ცხიმის მეშვეობით ინახავს. მაგრამ თქვენი სხეული ასევე ინახავს გლუკოზას, როგორც გლიკოგენს, უმეტესად ღვიძლში, მცირე რაოდენობით – კუნთებში.

უჭმელობის პერიოდში (ღამით) ღვიძლი ანადგურებს გლიკოგენს და გამოყოფს მას სისხლში გლუკოზას სახით, რომ სისხლში შაქრის დონე სტაბილური იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ტვინისთვის, რომელიც ენერგიის მისაღებად თითქმის მთლიანად გლუკოზას იყენებს.

დილით, 10-12 საათის განმავლობაში საკვების გარეშე ყოფნის შემდეგ, თქვენი გლიკოგენის მარაგი დაბალია. მას შემდეგ, რაც თქვენი გლიკოგენის მარაგის მთელი ენერგია დაიხარჯება, თქვენი სხეული იწყებს ცხიმოვანი მჟავების დაშლას და საჭირო ენერგიის გამომუშავებას. ნახშირწყლების გარეშე ცხიმოვანი მჟავები მხოლოდ ნაწილობრივ იჟანგება, რამაც შეიძლება შეამციროს თქვენი ენერგიის დონე.

საუზმის მიღება ზრდის თქვენს ენერგიის დონეს და აღადგენს თქვენს გლიკოგენის დონეს, რათა შეინარჩუნოთ მეტაბოლიზმი დღის განმავლობაში.

აუცილებელი ვიტამინები, მინერალები და ნუტრიენტები

საუზმის საკვები მდიდარია საკვანძო ნუტრიენტებით, როგორიცაა ფოლატი, კალციუმი, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები და ბოჭკოები. საუზმე უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მისაღები საკვები ნივთიერებების დიდ ნაწილს.

აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა საკვები ნივთიერებების მიღება მხოლოდ საკვებიდან შეიძლება, ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს სხეულს ჩვეულებრივად შეუძლია იპოვოს საკმარისი ენერგია შემდეგ კვებამდე, თქვენ კვლავ გჭირდებათ ვიტამინებისა და მინერალების დონის შევსება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

საუზმე გეხმარებათ, აკონტროლოთ წონა

ადამიანები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ჭარბწონიანები იყვნენ. უამრავი კვლევა მოწმობს, რომ საუზმის მიღება გეხმარებათ წონის კონტროლში, რადგან:

  • ეს ხელს უშლის სისხლში გლუკოზის დონის დიდ ცვლილებებს, რაც დაგეხმარებათ მადის კონტროლში;
  • საუზმე გავსებთ მანამ, სანამ ნამდვილად არ გშიათ, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნებისმიერი საკვები აიღოთ, რომელიც თქვენთან ახლოსაა, როდესაც შიმშილი ნამდვილად წარმოაჩენს თავს.

საუზმე ზრდის ტვინის ძალას

თუ საუზმე არ მიგიღიათ, შეიძლება სისუსტე და გიჭირთ ყურადღების გაფანტვა იგრძნოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენს ტვინს არ მიუღია ენერგია (გლუკოზა), რაც ტვინისთვის ძალიან საჭიროა. გამოკვლევების თანახმად, საუზმის არარსებობა გავლენას ახდენს თქვენს გონებრივ მუშაობაზე, მათ შორის ყურადღებაზე, კონცენტრირების უნარზე და მეხსიერებაზე. ბავშვები და მოზარდები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, ასევე აკადემიურად უკეთესად მუშაობენ, ვიდრე ისინი, ვინც საუზმეს გამოტოვებენ ხოლმე.

ჯანსაღმა საუზმემ შეიძლება შეამციროს დაავადების რისკი

კვლევების თანახმად, მათ, ვინც არ საუზმობს, უფრო მეტად აქვთ სიმსუქნის და მეორე ტიპის დიაბეტის რისკი. ასევე, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ, შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

და ბოლოს.. მაშინაც კი, როცა თითქმის დრო არ გრჩებათ საუზმისთვის, შეახსენეთ თავს მისი დადებითი თვისებები ჯანმრთელობისთვის. აუცილებელი არაა, მას მთელი საათი დავუთმოთ, მიზერულად კვებაც კი უკეთესია ორგანიზმისთვის, ვიდრე საუზმის სრულად გამოტოვება.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად

წიგნის თაროების თეატრი კადოკავას კულტურის მუზეუმში – Ryosuke Kosuge-ს ფოტოები