in

რატომ სჭირდებათ ჰობი დაკავებულ ადამიანებს ყველაზე მეტად?

თუკი დაკავებული ადამიანი ხართ, ალბათ საკმაოდ რთულად ახერხებთ სამსახურეობრივ და ოჯახურ ვალდებულებებს შორის საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას. ბალანსის პოვნა ხშირად მიუღწეველ მიზნად რჩება ხოლმე. ბევრი ადამიანი ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს შთააგონებს, რომ ჰობისთვის დრო არ აქვს და სამომავლოდ, როცა უფრო მეტი დრო ექნება, მხოლოდ მაშინ მოიცლის მისთვის დამატებითი და საინტერესო საქმიანობისთვის. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ მომავალში ზედმეტი დრო არ იარსებებს და იმის რწმენა, რომ სამომავლოდ ამგვარ სურვილს განვახორციელებთ, ცოტათი აბსურდია. სწორედ ამიტომაა, რომ მსგავს სურვილებზე ფიქრი არა მომავალში, არამედ ახლა უნდა დაიწყოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მას მერე, რაც სამყაროს თავს პანდემია და მას მოყოლილი გაუგებრობა დაატყდა თავს, სრულიად შესაძლებელია, რომ ჰობი თქვენს გონებაში ყველაზე ბოლო ადგილზე მდგომი სურვილი იყოს. თუმცა, ჰობი გვეხმარება, ყველაზე სტრესულ სიტუაციაშიც კი განვიტვირთოთ, გონება გავაჯანსაღოთ და დავასვენოთ იმისთვის, რომ საქმის ეფექტურად გაგრძელება მოვახერხოთ.

ჰობის ძალიან ბევრი სარგებელი აქვს. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, ის გვმატებს მოტივაციას, ვიყოთ უფრო წარმატებულები, გვიცავს გადაწვისგან და გვივითარებს სხვადასხვა უნარს. ჰობი გვეხმარება, უფრო მძაფრად და ძლიერად დავუკავშირდეთ ჩვენს “ვნებებს” და უკეთესად გავუგოთ საკუთარ თავებს. თავის მხრივ, ეს ზრდის ჩვენი ბედნიერების დონეს და გვეხმარება, სამსახურეობრივი რუტინა ოდნავ უფრო სახალისოდ აღვიქვათ.

ასევე, ჰობის ერთ-ერთი სარგებელია ის, რომ იგი გვეხმარება, უფრო სწორად და სტრუქტურულად დავგეგმოთ ჩვენი დღე – დავაძალოთ თავებს, რომ თითოეულ საქმეზე გამოყოფილ დროში ეფექტურები ვიყოთ. ჰობისთვის გამოყოფილი დრო გიბიძგებთ, რომ სხვა ამოცანები დროულად გააკეთოთ.

იმისთვის, რომ ჰობმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს, საჭიროა:

პირველ რიგში, აირჩიეთ თქვენი ჰობი. აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, თუ რისი კეთება გსიამოვნებდათ ბავშვობაში, რაც ახლა ძალიან გენატრებათ. თუკი ამგვარ საქმიანობას ვერ იპოვით, მაშინ იმაზე დაფიქრდით, დაკავებულ პერიოდში რაზე ოცნებობთ ხოლმე. იფიქრეთ იმ საქმიანობაზეც, რომელთა გაკეთებაც თქვენთვის წარმოუდგენელი იყო წარსულში და მიიღეთ საინტერესო გამოცდილება.

გამოყავით დრო ჰობისთვის. როდესაც ჩვენს აქტივობებზე სპეციალურად გამოყოფილი დრო გვაქვს, ვცდილობთ, ისინი დროულად შევასრულოთ. უფრო მეტი მობილიზება კი გვეხმარება, არც ერთი აქტივობა არ დაგვრჩეს გეგმის მიღმა.

გახადეთ თქვენი ჰობი სოციალური. გაწევრიანდით იმ ჯგუფებსა თუ კლუბებში, რომლებიც თქვენს ჰობს ეხება. როდესაც იმავე სფეროში მყოფი ადამიანები თქვენგან რაღაცას მოელიან, უფრო მეტად მოტივირებული ხართ, აკეთოთ ეს საქმე.

დასახეთ ჰობში სერიოზული მიზანი. შეიძლება ჰობს ისე მოეკიდოთ, როგორც უბრალოდ საყვარელ საქმიანობას, თუმცა, დაფიქრდით, რატომაც არ უნდა მიაღწიოთ თუნდაც ამ საქმიანობაში რაიმე სერიოზულ მიზანს?! თქვენ ხომ ეს საქმე უკვე დაიწყეთ. მიიღეთ შეჯიბრებებში მონაწილეობა, მოისმინეთ ტრენინგები, აიღეთ სერთიფიკატები – ასე თქვენს ჰობს უფრო მეტად სერიოზულად შეხედავთ და თან დიდი გამოცდილებაც დაგრჩებათ.

წყარო: Fast Company

 



“ბოლო ორ წელში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.. – შეიცვალა უკეთესობისკენ!” – აფხაზეთიდან ჩამოსული ბიჭის ამბავი

გეცნობათ ეს პერსონაჟები 90-იანებიდან? – TAmOonz-ის 13 ილუსტრაცია