წლების განმავლობაში Nike თუ Just Do It-ის გზავნილს გვიზიარებდა, ახლა ეს ამბავი კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა. სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა უახლეს კამპანიაში სლოგანი კითხვად გადააკეთა: Why Do It? მოქმედებისკენ კი აღარ მოგვიწოდა, არამედ თვითასახვისა და ჩვენი ქმედებების გააზრებისკენ. ეს გადააზრება კი იმ თაობისთვისაა, რომელიც გაურკვევლობის, ზეწოლისა და დიდებულების ცვალებადი წარმოდგენების ქვეშ იმყოფება.
„1988 წელს, როცა ნაიკმა Just Do It-ის სლოგანი წარადგინა, ეს მოქმედებისკენ მოწოდება იყო, გამოწვევა, რომელიც რაღაცების დაწყებისკენ, მცდელობისა და წინსვლისკენ გიბიძგებდათ, მიუხედავად სირთულეებისა. ახლა კი თითქმის 4 ათწლეულის შემდეგ, ნაიკი ახალ თაობას ხელახლა წარუდგენს ამ საკულტო მოწოდებას თავისი უახლესი კამპანიის Why Do It-ის მეშვეობით. იმისთვისაა შექმნილი, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდეს იქ სადაც არიან, ხოლო სიდიადე შედეგად კი არა, არჩევნად წარუდგინონ…“.
კამპანიაში სპორტი არჩევანისა და გამბედაობის აქტია და არა, სრულყოფილებისკენ სწრაფვის. გამარჯვებას კი არ აღნიშნავს, არამედ მოედანზე, კორტსა თუ ტრასაზე გასვლის გადაწყვეტილებისკენ მიაპყრობს ჩვენს ყურადღებას, მაშინაც კი, როცა შედეგი გაურკვეველია.
აქ ნახავთ ლებრონ ჯეიმსს, კეიტლინ კლარკს, კარლოს ალკარასს, საკუონ ბარკლის, რაისა ლილისა და ცინვენ ჟენგს, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ სიძლიერე გამარჯვებით კი არა, დაწყების გაბედვით გამოიხატება:












