in

4 გზა, გავიგოთ, რატომ წავიდა თანამშრომელი

დამსაქმებლისთვის საკმაოდ მტკივნეული და ხარჯიანია თანამშრომლის დაკარგვა. თავის მხრივ, თანამშრომელთა მაღალი გადინება სხვა ნიჭიერი თანამშრომლებისთვის უსიამოვნო ნიშანი შეიძლება იყოს. აუცილებელია მათი შენარჩუნება, ისევ და ისევ, თქვენი ბიზნესის სარგებლისთვის. იმის მიუხედავად, ვინ მიდის, წასვლის მიზეზის განსაზღვრა პირველი ნაბიჯია უფრო ძლიერი კორპორაციული კულტურის შექმნისა და თანამშრომლების ჩართულობის გაზრდისკენ. გაინტერესებთ, სინამდვილეში, რატომ წავიდა სამსახურიდან თანამშრომელი? გამოიყენეთ ეს ოთხი სტრატეგია:

მიიღეთ ინფორმაცია პირადად მისგან

ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა, გაიგოთ, რატომ მიდიან თანამშრომლები, კითხვის დასმა და გულწრფელი პასუხისთვის მზაობაა. შეიძლება ძალიან უხერხულიც იყოს ამ თემაზე საუბარი და სულაც არ გეხალისებოდეთ თანამშრომლისთვის ასეთი კითხვის დასმა, მაგრამ ჩვენ გირჩევთ – გამოიყენებთ თუ არა, თქვენი ნებაა.

იმის მიუხედავად, როგორი ემოციები გაქვთ სიტუაციასთან მიმართებაში, თანამშრომელი მიდის და სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ის, რომ აიცილოთ მსგავსი სიტუაციები მომავალში. თავაზიანად ჰკითხეთ, რატომ ტოვებენ პოზიციას და გააცნობიერეთ მიზეზი.

გაიხსენეთ სხვა თანამშრომლები, რომლებიც მასზე წინ წავიდნენ და ეძებეთ კანონზომიერება

იპოვეთ მსგავსება? ან იმატა წამსვლელთა რაოდენობამ? თუკი გარემოება მეორდება, ე.ი. პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. რაც მეტი ადამიანი ტოვებს თქვენს სამსახურს, მით უფრო რთულია, დარჩენილი კოლექტივის მოტივირება.

თუკი, ქალები თავიანთ 20-იან წლებში ტოვებენ სამსახურს, იქნებ იმიტომ, რომ ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად თქვენს ოფისში? სწორედ ეს უნდა გამოიკვლიოთ. იქნებ, ეს ცუდი მენეჯერის, არარეალისტური მოლოდინების ან საქმისა და ანაზღაურების არაპროპორციულობის ბრალია?

ჰკითხეთ სხვა თანამშრომლებს

თუ პასუხი უშუალოდ იმ ადამიანისგან ვერ მიიღეთ, ეცადეთ დაელაპარაკოთ მათ გარშემო მომუშავე თანამშრომლებს: მენეჯერებს, მეგობრებს, კოლეგებს, ვისთანაც ჰქონდათ შეხება. სავარაუდოდ, მათგან მეტ ინფორმაციას მიიღებთ, ვიდრე მარტოს რომ გეკვლიათ წასვლის მიზეზი. იკითხეთ, რაიმე ბოლოდროინდელმა მოვლენამ ხომ არ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება?

თვალი ადევნეთ წასული თანამშრომლის მოქმედებებს

როდესაც რაიმე ინფორმაციას მოიპოვებთ, არ იქნება ურიგო, თუკი დააკვირდებით, რას მოიმოქმედებს თანამშრომელი, თქვენგან წასვლის შემდეგ. თუკი თქვენს კონკურენტთან წავა, ეს ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებულად ვერ გრძნობდა თქვენი გუნდის ღირებულებას. თუკი ინდუსტრიას შეიცვლის, ეს ნიშნავს, რომ ინტერესების სფერო შეეცვალა და ახალი ინტერესები თქვენს პროფილთან თანხვედრაში ვერ მოვიდა. ხოლო თუკი წინა საქმიანობას დაუბრუნდა, ე.ი. თქვენთან მუშაობა რაღაც ახლის შესაძენად სჭირდებოდა, რომ იმ საქმიანობას დაბრუნებოდა ახალი ენერგიით. დააკვირდით და უკეთ გაიგებთ.

არ დაგენანოთ დრო, იფიქროთ და ისწავლოთ ამ ყველაფრისგან. ეს შეიძლება მძიმე ემოციებთან იყოს კავშირში, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ არსებულის გადაფასებასა და წარსული შეცდომების გამოსწორებაში.

 

წყარო: inc



Chrome-ის ახალი ფუნქცია, რომლითაც გაიგებთ, გატეხილია, თუ არა თქვენი პაროლი

შემეშვი! – ასე დაგვხვდნენ Ogilvy-ში „სფოთლაითის კვირეულზე“