in ,

დღეს სულ პარასკევი რატომაა?!

„უცნაურია, დღეს სულ პარასკევი რატომაა? შეგიძლია, საღამოს გემრიელად გაერთო! მაგრამ, საჭესთან დაჯდომა არც იფიქრო. შენს სახლში მისვლაზე ჩვენ ვიზრუნებთ“ – მსგავსი შეტყობინება, ალბათ,  ბევრმა თქვენგანმა მიიღო. ეს თიბისი დაზღვევის კამპანიის ნაწილია. როგორც თავად ამბობენ, სურთ, საჭესთან ნასვამი მძღოლების რაოდენობა და შესაბამისად, ამით გამოწვეული რისკი შეამცირონ. 

 

საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად იზრდება. ავარიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვაა.

 სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, 16 165 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საერთო რაოდენობიდან, 572 ავარიის გამომწვევი მიზეზი უშუალოდ სიმთვრალე გახდა.

არ დაჯდე საჭესთან ნასვამი!; When you drive, never drink!; საჭესთან ფხიზლად!; Drink and get driven! – ამ და სხვა სლოგანებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჯარო უწყებები და კერძო კომპანიები მოუწოდებენ ადამიანებს, არ დასხდნენ  საჭესთან ნასვამები.

ამ პრობლემას თიბისი დაზღვევის კამპანია ეხმიანება:

 

ქეთი თევდორაძე (თიბისი დაზღვევის ბრენდ მენეჯერი): „თიბისი დაზღვევა,  თიბისი ჯგუფის სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენს დაზღვეულებზე და ზოგადად ქალაქში უსაფრთხო გადაადგილებაზე. ვფიქრობთ, ამ კამპანიით მნიშვნელოვან პრობლემას ვეხმაურებით. ყველამ ვიცით, რომ ნასვამი მძღოლები, რომლებსაც ხშირად ეზარებათ ტაქსის სერვისით სარგებლობა და ნასვამ მდგომარეობაშიც საკუთარი მანქანის მართვა ურჩევნიათ, სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს და საკუთარ თავსაც. გვინდა, ყველაზე აქტუალურ მომენტში შევახსენოთ მძღოლებს, უარი თქვან ავტომობილის მართვაზე მაშინაც კი, როცა თვლიან, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა აქვთ მიღებული. იმედი გვაქვს, ამ კამპანიით ბევრ ადამიანს დავაფიქრებთ და საზოგადოებაში ამ თემაზე საუბარს დავიწყებთ“.

M: რას მოიცავს კამპანია #რასაცშენითვერაზღვევ ?

პარასკევობით ყველას უნდა გართობა, იმიტომ, რომ პარასკევი ასეთი დღეა – უნდა განიტვირთო, განიმუხტო და გაერთო. ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ფეხით და მანქანით მოსიარულეებს საფრთხე არ შეუქმნა და არც შენი თავი დააზიანო. კამპანიის ფარგლებში,  ჩვენს დაზღვეულებს და სხვებსაც რამოდენიმე პარასკევის განმავლობაში SMS-ით ჩვენი პარტნიორი კომპანიის Taxify-ის სასაჩუქრე კოდი გავუგზავნეთ, რომლის გამოყენება, მათ სასურველ დროს  შეეძლოთ და ასე სასიამოვნოდ შევახსენეთ, რომ შეუძლიათ გაერთონ, მაგრამ საჭესთან ნასვამი არ უნდა დასხდნენ.

M: რა შედეგს ელოდებით ამ კამპანიით?

ვფიქრობთ, რომ უსაფრთხო გადაადგილებაში თითოეული ადამიანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. თიბისი დაზღვევა, თავის მხრივ, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქალაქში მოწესრიგებულ და უსაფრთხო მოძრაობას. ასევე გვინდა, რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი გვყავდეს დაზღვეული.

#რასაცშენითვერაზღვევ

გემრიელი Whopper-ი ყველას, ვინც ჰელოუინის ღამეს ჯამბაზის ფორმას მოირგებს – Burger King-ი პროვოკაციას განაგრძობს 

EUROBEST-ის შესარჩევი კონკურსი იწყება! ევროპის კრეატიულ ფესტივალზე ორი გუნდი გაემგზავრება