in

უკუკავშირი იწვევს მეტ უკუკავშირს – რატომ არის ეს ლიდერებისთვის კარგი?

უკუკავშირს ერთი ამგვარი თვისება აქვს – როდესაც თქვენ იწყებთ თქვენი ფიქრების გაზიარებას სხვებისთვის, ავტომატურად იწყებენ ისინიც თავიანთი ფიქრების გაზიარებას თქვენთვის. ეს კი ადამიანის ბუნებისთვის საკმაოდ ბუნებრივი რეაქციაა. როდესაც თქვენი გუნდის წევრებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ შეხვედრაზე პირველად სთხოვთ უკუკავშირს, შეიძლება თავდაპირველად ისინი გაოცდნენ და დაიბნენ. თუმცა, დასაწყისი ყოველთვის ამგვარია ხოლმე, სწორედ აქედან იწყება უკუკავშირის დაუსრულებელი გზა.

წარმოგიდგენთ მიზეზებს, თუ რატომ არის სასარგებლო უკუკავშირი თქვენთვისაც და სხვებისთვისაც?

დაუზუსტებელი უკუკავშირი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს

როდესაც ინტუიციის კარგი უნარი გაქვთ, ხვდებით, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. თუმცა, როდესაც ისინი ამას არ გამოხატავენ/არ აზუსტებენ, კონკრეტულ ფიქრებს მაინც ვერ ხვდებით. ასეთ დროს თქვენი გონება ისევე ივსება, როგორც ბერძნული მითოლოგიის “პანდორას ყუთი” და ყველაფერ ნეგატიურზე იწყებთ ფიქრს. ასეთ დროს, შეიძლება იფიქროთ, რომ სხვები არაკომპეტენტურად და სუსტად აღგიქვამენ. ხოლო როდესაც თქვენსა და თქვენი გუნდის წევრებს უკუკავშირი დამყარდება, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ მათი აზრები/ფიქრები. შესაბამისად, ორჭოფობა და ეჭვები გაგიქრებათ და აღარ მოგიწევთ იფიქროთ იმაზე, რაც არ არსებობს.

ორმხრივი უკუკავშირი ნაკლებ შიშს და მეტ სიმართლეს უზრუნველყოფს

როდესაც გუნდის წევრებს ახლებურად ავალებ საქმის გაკეთებას, თქვენ სრულიად ახალ კომუნიკაციასა და ურთიერთობას იწყებთ მათთან, რაც ძალიან კარგია. ის ფაქტი, რომ თქვენ ორმხრივ უკუკავშირს ითხოვთ, გულისხმობს რომ თქვენს თავს თუნდაც ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლებს უტოლებთ და არ გეუხერხულებათ ეს – უშუალო ხართ. თანასწორობის ეს გამოვლინება თქვენს თანამშრომლებს აფიქრებინებს, რომ სანდო ადამიანი ხართ. თანასწორობისა და მეგობრობის გაღვივება კი საბოლოო ჯამში დადებითად მოქმედებს თქვენ შორის უკუკავშირის ღიაობასა და სიხშირეზე.

უკუკავშირს მოაქვს ახალი ინფორმაცია

უკუკავშირის კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ის ერთმანეთში ახალი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. მოკლედ რომ ვთქვათ, უკუკავშირს შემეცნებითი უნარიც აქვს. ეს ახალი ინფორმაციები და გამოცდილებები კი შეიძლება მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ თქვენს საქმიანობაში.

უკუკავშირს შეუძლია თქვენთვის უცნობი თვისებები აღმოგაჩენინოთ

ჯანსაღი და სრულყოფილი უკუკავშირი გულისხმობს, რომ ერთი მხარე მეორეს ღიად და ობიექტურად ეუბნებოდეს მეორეს მისი ქმედებების/თვისებების შესახებ. ხშირად საკუთარი თავები სრულიადაც არ გვგონია ისეთები, როგორებიც გარედან ვჩანვართ. სხვისი პერსპექტივიდან საკუთარი თავის დანახვა გვიბიძგებს, პირველ რიგში, დავინახოთ ის თვისებები, რაც ჩვენთვის აქამდე უხილავი იყო, შემდეგ კი მათ შეცვლაზე ზრუნვა დავიწყოთ.

წყარო: Fast Company



“ბანი” – ქართული პორტვეინი და არომატული ბრენდი ქილის შეფუთვაში

გაიცანით ცხენი კურტი – გადაშენების პირას მყოფი ჯიშის კლონი