in

მიზეზები, თუ რატო მარცხდებიან მენეჯერები

მენეჯერის სამუშაო უმართავი გახდა. Gartner-ის კვლევის თანახმად, მენეჯერის პირდაპირი რეპორტის საშუალო რაოდენობა 2,8-ჯერ გაიზარდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. გასული რამდენიმე წლის მანძილზე, ბევრ მენეჯერს მოუწია რიგი საკითხების მოგვარება – დისტანციურ სამუშაოზე გადასვლიდან ჰიბრიდული გუნდების ზედამხედველობითა და ოფისში დაბრუნების ორგანიზებით დამთავრებული.

Gartner-ის კვლევამ დაადგინა, რომ მენეჯერებს დღეს 51%-ით მეტ პასუხისმგებლობას ეკისრებათ, ვიდრე მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ – და მაინც, ისინი რჩებიან ორგანიზაციის დატვირთვის მატარებელ ძირითად საყრდენებად. ისინი ატარებენ ლიდერის მოლოდინების წონას ზედა ნაწილში, ასევე, პასუხობენ თანამშრომლების მოლოდინებს.

მენეჯერების 54%-ს აწუხებს სამუშაოთი გამოწვეული სტრესი და დაღლილობა, ხოლო 44% ცდილობს უზრუნველყოს პერსონალური მხარდაჭერა მათი პირდაპირი რეპორტინგისთვის. საბოლოო ჯამში, ყოველი ხუთი მენეჯერიდან ერთი აღნიშნავს, რომ ურჩევნია არ იყოს ადამიანების მენეჯერი, თუ არჩევანის საშუალებას მისცემენ.

9000-ზე მეტი თანამშრომლისა და მენეჯერისგან შეგროვებული მონაცემების ანალიზმა დაადგინა, რომ მენეჯერების თითქმის ნახევარი – 48% – წარუმატებლობის საფრთხის წინაშეა, ორ კრიტერიუმზე დაყრდნობით:

შეუსაბამობა მიმდინარე საქმიანობაში: იყო თუ არა მენეჯერის გუნდი არათანმიმდევრული ბიზნეს-მიზნების შესრულებაში, ბოლო 12 თვის განმავლობაში?

სუსტი მომავლის პერსპექტივა: გრძნობს თუ არა მენეჯერი საკუთარ შესაძლებლობებს? არის თუ არა გუნდი დარწმუნებული მენეჯერის შესაძლებლობებში, რომ ის წარმატებამდე მიიყვანს

საშიშროება მნიშვნელოვანია: ასეთ გარემოებაში თანამშრომლები 91%-ით ნაკლებად აღმოჩნდებიან ეფექტურები და სამჯერ უფრო მეტად ისწრაფვიან კომპანიის დატოვებისკენ.

მაინც, რატომ მარცხდებიან მენეჯერები?

არ აქვთ თვითშემეცნება

ზოგადად, მენეჯერებს იმის გამო არ უჭირთ, რომ არ აქვთ შესაბამისი უნარები, პირიქით, მენეჯერების 82%-მა განაცხადა, რომ მათ გააჩნიათ საჭირო უნარები ამჟამინდელი სამუშაოსთვის. თუმცა, 2023 წლის მარტში Gartner-ის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობდა 100 HR ლიდერი, ყოველი ხუთიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ მათი ორგანიზაციის მენეჯერმა იცის საკუთარი ძლიერი მხარეები და განვითარების სფეროები. მენეჯერები, რომლებმაც არ იციან საკუთარი ძლიერი მხარეები და განვითარების სფეროები, თითქმის სამჯერ უფრო ხშირად განიცდიან წარუმატებლობას, ვიდრე ისინი, ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს.

როცა ემპათია ცალმხრივია

მენეჯერის თანაგრძნობის მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს და ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბოლო წლებში. HR ლიდერების 69%-მა Gartner-ს განუცხადა, რომ იმედოვნებენ, მათი ორგანიზაციის მენეჯერები უფრო თანაგრძნობით იქნებიან განწყობილები თანამშრომლების ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერები ძირითადად უფრო პასუხისმგებელნი არიან გუნდური ემპათიური გარემოს შესაქმნელად, თანაგრძნობა ორმხრივი უნდა იყოს. Gartner-ის კვლევამ დაადგინა, რომ გუნდური თანაგრძნობის ნაკლებობა მენეჯერის წარუმატებლობის რისკს 3,7-ჯერ ზრდის. თუ ჩვენ ვარღვევთ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ გუნდური თანაგრძნობის ნაკლებობას, აღმოვაჩენთ, რომ 35% გამოწვეულია თანამშრომლების მიერ მათი მენეჯერის მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობით

როცა მენეჯერისა და თანამშრომლის ურთიერთობა არაპროდუქტიულია

ჰიბრიდული სამუშაოს სწრაფმა ზრდამ მენეჯერებისგან მოითხოვა შეცვალონ თანამშრომლებთან ურთიერთობის წესი და მენეჯერებმა დიდწილად მიაღწიეს კიდეც წარმატებას ამ მხრივ: თანამშრომლების 71%-მა Garter-ის მკვლევრებს განუცხადა, რომ მათმა მენეჯერმა შეცვალა ურთიერთქმედების სტილი პოსტ-პანდემიურ სამუშაო გარემოში. თუმცა დასაქმებულთა მხოლოდ 47% ამბობს, რომ ისინი იღებენ ღირებულ შედეგებს მენეჯერებთან ურთიერთობიდან; მენეჯერები, რომელთა პირდაპირი დაქვემდებარებულები ვერ იღებენ ღირებულს მათი ურთიერთქმედებიდან, 2,7-ჯერ უფრო დიდი ალბათობით მარცხდებიან.

როდესაც თანამშრომლების სამუშაო არ შეესაბამება მიზნებს

თანამშრომლების ყოველდღიურობა სავსეა ცვლილებებით. Gartner-ის კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლებმა 2022 წელს ხუთჯერ მეტი ცვლილება გადაიტანეს, ვიდრე 2016 წელს. ცვლილებებისთვის დამახასიათებელი შეფერხებისას მენეჯერები 42%-ით უფრო მეტად ანიჭებენ პრიორიტეტს სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფას, ვიდრე უფრო ფართო ორგანიზაციული ან ინდივიდუალური კარიერული მიზნების ჭრილში დანახვას. როდესაც მენეჯერები არ უჭერენ მხარს თავიანთი თანამშრომლების მუშაობას როგორც ორგანიზაციული, ასევე კარიერულ მიზნების თვალსაზრისით, 2.4-ჯერ მეტია მათი მარცხის ალბათობა.

წყარო: HBR



რა თვისებები აქვს ადამიანს, რომელიც სხვების სიმპათიას მარტივად იმსახურებს?

ვისკის შეფუთვა ბოტების შთაგონებით შექმნეს