in

სინამდვილეში, რატომ მიდიან სამსახურიდან?

გსურთ გაიგოთ, როგორ აისახება თანამშრომლის დაკარგვა კომპანიის საქონელბრუნვაზე? როგორც მონაცემებმა აჩვენა (და ფინანსურ დირექტორს ნამდვილად არ გაახარებს), ეს თანამშრომლის ანაზღაურების 33%-ს შეადგენს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კომპანიამ TinyPulse, რომელიც თანამშრომლების მიგრაციას იკვლევს, 25.000 თანამშრომელი გამოკითხა. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თანამშრომლები ამ ხუთი მიზეზის გამო წავიდნენ სამსახურიდან…

არაეფექტური მენეჯმენტი

პრინციპში, ეს აქამდეც ბევრჯერ გვსმენია და ეს დასკვნა ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს, როგორ არიან განწყობილი თანამშრომლები ხელმძღვანელების მიმართ. თანამშრომლები, რომლებსაც არ მოსწონთ მენეჯერის მუშაობა, 4-ჯერ უფრო ინტენსიურად ეძებენ სხვა სამსახურს. ამას გარდა, კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომელთა 40%, რომელაც მენეჯერი დაბალი ქულით შეაფასა, ბოლო სამი თვის მანძილზე რამდენჯერმე იყო გასაუბრებაზე სხვაგან, იმ გაცილებით უფრო ხშირად იმ 10%-თან შედარებით, რომლებმაც მენეჯერი დადებითად შეაფასეს.

თანამშრომელს არ აღიარებენ

ისეთი მარტივი (და უფასო) რამ, რასაც თანამშრომლის აღიარება და დაფასება ჰქვია, ხშირად, გადამწყვეტი ფაქტორია. ამისთვის კი საჭიროა, რომ დაიქირავოთ ისეთი მენეჯერი, რომელსაც შეუძლია შეაქოს თანამშრომელი და მასში დამალული უნარები ამოიცნოს. კვლევის თანახმად, თანამშრომელთა თითქმის 22%, რომლებსაც არ აფასებენ, კარგი ნამუშევრის მიუხედავად, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვა გასაუბრებებზეც ყოფილან, იმ 12.4%-გან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა სამსახურში არ აქვთ.

სამსახურებრივი გადაწვა

ამ პრობლემიდან გამოსავალი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსია. თანამშრომლები, რომლებიც ამ ბალანსს პოულობენ, დიდწილად, უფრო დიდხანს რჩებიან კომპანიაში სამუშაოდ. დიახ, ადამიანებს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი სწყურიათ. თუკი თანამშრომელი გადაწვის პირასაა ან ოჯახისთვის და პირადი ცხოვრებისთვის საქმის გამო ვერ იცლის, ჩათვალეთ, რომ ამით სამსახურიდან წასვლისკენ უბიძგებთ.

კომპანიის კულტურა არ არის პრიორიტეტი

ანალიზის თანახმად, იმ თანამშრომლების სამსახურიდან წასვლა, რომლებიც სამუშაო კულტურას დაბალ შეფასებას ანიჭებენ, 24%-ით მეტია. კულტურას დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის არჩევანზე – დარჩეს თუ წავიდეს. თანამშრომლის არასაკმარისი პატივისცემა მისი წასვლის შანსს 26%-ით ზრდის.

ზრდის შესაძლებლობის არარსებობა

როგორც ირკვევა, თანამშრომლები, რომლებიც კარიერულ კიბეზე წინსვლას გრძნობენ, 20%-ით მეტი ალბათობით რჩებიან თავიანთ სამსახურებში კიდევ ერთი წლით. მეორე მხრივ, კვლევის თანახმად, თანამშრომლები, რომლებიც ამ მხარდაჭერას ვერ პოულობენ, სამჯერ უფრო ხშირად ძებენ ახალ სამსახურს.
საბოლოო ჯამში, კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოსავალია კარგი ლიდერშიფი და ეფექტური მენეჯმენტი, რომელიც აფასებს ადამიანს.
თუკი ხელმძღვანელები და ადამიანური რესურსების თანამშრომლები შეთანხმდებიან და ორიენტირდებიან თანამშრომლების პირად და კარიერულ წინსვლაზე, ორგანიზაციები შეძლებენ შექმნან ბედნიერი და საქმიანი სამუშაო გარემო.

წყარო: inc.com



თბილისში 24 საათიანი საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა, „სადაც იცხოვრებენ, იმუშავებენ და გაერთობიან“

“Forbes Georgia“-ს დაჯილდოება – 2018 წლის გამორჩეული ადამიანები და კომპანიები