in

რატომ გვიყვარს საზიზღარი რაღაცები?

M2
M2

ჰელოუინის დროს ხშირად შეხვდებით ადამიანებს საშიში ჩაცმულობებითა და მაკიაჟით. ამ დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება სისხლი, ნაწლავები, გვამები, ჭრილობები, მოჯადოებული სახლები… მაგრამ მსგავსი ნივთებისადმი მიზიდულობა კონკრეტულ ყოველწლიურ დღესასწაულსაც სცილდება. თუმცა ჩნდება კითხვა: რატომ მოსწონთ ადამიანებს ასე ძალიან ეს ზიზღის გრძნობა? პასუხი კი თანამედროვე მეცნიერებმა უკვე იპოვეს.

რა არის ზიზღი?

ზიზღი რაღაცის თავიდან არიდების ემოციაა: ის მიგანიშნებთ, რომ რაღაც, შესაძლოა, საზიანო იყოს თქვენი სხეულისთვის და გიბიძგებთ, თავიდან აიცილოთ იგი. მეცნიერებს სწამთ, რომ ეს გრძნობა თავდაპირველად საჭმლიდან წამოვიდა. ჩარლზ დარვინის თეორიის მიხედვით, ის ნელ-ნელა განვითარდა, რათა დაგიცვათ ყველა იმ საკითხისგან, რომელიც სახიფათო პათოგენებთან კონტაქტში გამყოფებთ, იქნება ეს დაავადება, ცხოველები, სხეულის დაზიანება, გვამები თუ სქესობრივი კავშირი.

მეტიც, ზიზღი უფრო განვითარდა, რათა დაერეგულირებინა ისეთი საკითხები, რომლებიც სიმბოლურად საზიანოა: მორალის, კულტურული წესებისა თუ ღირებულებების დარღვევა. სწორედ ამიტომ ამბობენ ადამიანები, რომ ისინი რასიზმის გამო სძულთ…

ზიზღის მიმზიდველობა

აბა, როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამაზრზენი რაღაცები ზოგჯერ გვატყვევებს? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზიზღის სტიმული უფრო მეტად ატყვევებს და იპყრობს თქვენს ყურადღებას, ვიდრე ემოციურად ნეიტრალური სტიმულები. ეს კი, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ ევოლუციური თვალსაზრისით, კონკრეტული ქმედება ადამიანებს ეხმარება, უკეთ აიცილონ თავიდან საზიანო საკითხები. თუმცა საზიზღარი რაღაცები უბრალოდ კი არ ატყვევებს თქვენს ყურადღებას, არამედ საშუალებას გაძლევთ, მათგან სიამოვნებაც კი მიიღოთ… 

ფსიქოლოგი ნინა სტროჰმინგერი ვარაუდობს, რომ ზიზღის სასიამოვნო თვისებები კეთილი მაზოხიზმის ნიშანი უნდა იყოს, ანუ ადამიანის მიდრეკილება, მოიძიოს ნეგატიური გამოცდილება, რათა ისიამოვნოს უცნაური რისკებით. ასეთი, შესაძლოა, ძალიან ცხარე საკვების ჭამაც კი იყოს. 

ნებისმიერ უარყოფით გრძნობას აქვს პოტენციალი, გახდეს სახალისო, როცა იგი დაკარგავს რწმენას, რომ რაც ახლა ხდება, აშკარად ცუდია, დატოვებს ფსიქოლოგიურ აღგზნებას, რაც საინტერესო და ამაღელვებელია, — განმარტავს სტროჰმინგერი. 

გამოდის, თქვენი ამაზრზენი საკითხების დატყვევებისკენ კი არ ხართ მარტო მიდრეკილი, არამედ ფსიქოლოგიური მექანიზმისკენაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწორ გარემოებებში მათგან სიამოვნებაც მიიღოთ.

შექსპირისეული ზიზღი

დიახ, ეს საკითხი ციფრულ ეპოქას არ მოუტანია და იგი შექსპირის დროსაც ხდებოდა. ტიტუს ანდრონიკე, უილიამ შექსპირის ტრაგედია, შეიცავს ზუსტად იმდენ სისხლს, რასაც დღევანდელი საშიში ფილმები… ერთ-ერთი შეფასებით, სპექტაკლში წარმოდგენილია 14 მკვლელობა, 9 მათგანი სცენაზე ხდება, დანარჩენები კი ან გაუპატიურების, ან ცოცხლად დამარხვის, ან სიგიჟის, ან კანიბალიზმის შედეგია…

და რატომ სიამოვნებთ ადამიანებს ამ ძალადობის ყურება? პასუხს კრიტიკოსები კვლავ ზიზღის მიმზიდველობას უკავშირებენ. სავარაუდოა, რომ შექსპირის მაყურებლები ისევე იღებენ საზიზღობებისგან სიამოვნებას, როგორც თანამედროვე აუდიტორია Halloween-ის ყურების დროს. 

500 Global-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის

„თეგეტა“ მომავალი თაობის მხარდასაჭერად — კომპანია საფეხბურთო სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლას უფინანსებს