16
Nov
2018

რატომ უნდა შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება

16 Nov 2018

კვირაში რამდენ საათს ხარჯავთ თქვენს მობილურთან? აქედან, რამდენ საათს სოციალურ ქსელებში? ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ინფორმაციის მიღება, ჩვენთვის საინტერესო ადამიანის წარმატების შესახებ, ძალიან მარტივია. მეტიც, ჩვენ შეიძლება არ გვაინტერესებდეს კონკრეტული პროფესიონალის კარიერული წინსვლა, მაგრამ, სოციალური მედია მაინც გვაწვდის ფაქტებს ამის შესახებ. გარდა ამისა, ადამიანები ცდილობენ, გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარი მიღწევებისა თუ ბედნიერების შესახებ, გადაჭარბებულად პოზიტიურ კონტექსტში, საკუთარი „კარგად ყოფნის“ წარმოსაჩენად. ამ გარემოში, ადვილია თქვენი თავი სხვებს შეადაროთ, თუმცა, რამდენად კარგად მოქმედებს ეს თქვენს ნაბიჯებზე? თუ გინდათ თქვენი რეალური წარმატების დანახვა შეძლოთ, უნდა შეეშვათ საკუთარი თავის სხვებთან მუდმივ შედარებას…

statiebi-bog
statiebi-bog

 

წარმატება პროცესია და ყველა პროცესი განსხვავებულია
პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ პიროვნული, თუ ბიზნესის წარმატება პროცესია და არა შედეგი. ადამიანები, რომელთა ბედსაც შეჰნატრით, იმავე პროცესში არიან, რაშიც თქვენ. შანსი იმისა, რომ ამ პროცესში ისინი თქვენზე დიდი ხანია იმყოფებიან, დიდია, ისევე, როგორც ალბათობა იმისა, რომ თქვენ ხედავთ მხოლოდ მათ საოცარ შედეგს და არა გზას, რომელიც ამ შედეგისთვის დაიფარა.

ისწავლეთ გიყვარდეთ პროცესი, არა შედეგი და თქვენ მალე გააოცებთ ადამიანებს, რომლებსაც წარმატებულებად მიიჩნევთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა გარისკოთ იდეის შესასრულებლად. არ შეიძლება დარჩეთ კომფორტის ზონაში და იმედოვნებდეთ, რომ წარმატებული იქნებით. უნდა გაიაზროთ, რომ რისკები შეიცავენ მარცხის შანსსაც. დიახ, თქვენ უნდა დამარცხდეთ კიდეც და ისწავლოთ შეცდომებზე. გააგრძელეთ სვლა იმის გაცნობიერებით, რომ მარცხი წარმატებისკენ მიმავალი გზის ნაწილია.

წარმატებას დრო სჭირდება
რომ შეგეძლოთ, სასურველ წარმატებას ერთ კვირაში მიაღწიოთ, ნამდვილად ღირებული რამ იქნება ეს თქვენთვის? წარმატების შეგრძნება ემოციურად მასტიმულირებელია იმ მძიმე შრომის გამო, რომელიც მისთვის გასწიეთ. რაც უფრო მეტად შრომობთ, მით უფრო მძაფრი იქნება წარმატების შეგრძნება, როცა მას მიაღწევთ. ხშირად, ისე ჩანს, თითქოს ჩვენი თანატოლები ღამეებს ათენებენ წარმატების მისაღწევად. კულისებში, ისინიც იყენებენ ღამესა და დასვენების დღეებს ძალების აღსადგენად. სხვებთან საკუთარი თავის შედარება მხოლოდ თქვენს დანგრევას გამოიწვევს. პოზიტიურ მიდგომებს კი შეუძლია თქვენი წარმატების შენარჩუნებაში, დაფასებასა და ახალი მიზნებისკენ სწრაფვაში დაგეხმაროთ.

სოციალური მედია არ არის ზუსტი წყარო. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ
ჩამოყევით თქვენი ფეისბუკის, ან ინტაგრამის სიახლეების ზოლს და თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ, დამუშავებულ ფოტოს. სოციალური ქსელები, ხშირად, არ ასახავს რეალურ ცხოვრებას. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს ვინმეს, ამ გაფილტრული და დამუშავებული ფოტოების მიხედვით. თუ თქვენ გინდათ შეებრძოლოთ ვიღაცისთვის თავის შედარების ფენომენს, აქ არის ორი გზა, რომელსაც საღამოობით, სამსახურიდან გამოსვლისა და თავისუფალი (სქროლვის) დროის ქონის ჟამს შეგიძლიათ მიმართოთ. გარშემორტყმული იყავით მეგობრებით, ადამიანებით, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს იდეებს და კარგად გიცნობენ. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ საკუთარი თავი თქვენი პერსპექტივების გააზრებით. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გამორთეთ ინტერნეტი და ეძებეთ სიამოვნება სხვა რამეში.



განხილვა