2
Nov
2018

ემპათიურობა, როგორც საშიშროება სამსახურსა და სოციალურ ქსელებში

2 Nov 2018

ემპათია შესაძლებლობაა, სხვა ადამიანის ადგილას დადგე, განიცადო ის, რასაც სხვა გრძნობს, გაიზიარო მისი ემოცია. ის აუციელებელი კომპონენტია ემოციური ინტელექტისათვის, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი მთავარი ძალაა კარგი კომუნიკაციისა და მყარი ურთიერთობებისთვის. თუმცა, რამდენადაც ემპათიას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ურთიერთობების ხარისხი, ის შეიძლება გახდეს საშიში თქვენი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. ემპათიის უნარს, ხშირად, წარმატებით იყენებენ თქვენი თანამშრომლები და მან შეიძლება თქვენი ინტერესების წინააღმდეგ წასვლაც კი გაიძულოთ..

pasha-statiebi
pasha-statiebi

ადამიანებს შეგვიძლია გადაჭარბებულად ემპათიურები ვიყოთ. სამეცნიერო ლიტერატურაში, განსაზღვრულია ჰიპერემპათია და ის ხშირად გადის პიროვნული აშლილობის ზღვარზე. ასეთი ინდივიდები ხშირად უჩივიან საკუთარი ემპათიის რეგულირების პრობლემას და ამას მიჰყავთ არაჯანსაღ ჩვევებამდე ურთიერთობაში. გარდა ამისა, არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც განცდების გაზიარების უნარს მიუყვანია ადამიანები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ამოწურვამდე.

ერთ-ერთი კვლევა მიუთითებს, რომ მედდები, რომლებიც მუშაობენ სიკვდილისთვის განწირულ პაციენტებთან, არიან ფსიქიკური ტრავმის მიღების დიდი რისკის წინაშე. ამბობენ, რომ ისინი, პაციენტებზე ზრუნვისგან იღებენ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ სისხლჩაქცევებს. იტანჯებიან მძიმე ემოციური ტკივილისგან და ფიზიკური სტრესისგან. მზრუნველები ყოველთვის მეტ ყურადღებას უთმობენ პაციენტს, ვიდრე საკუთარ თავს.

სხვა კვლევების მიხედვით, სოციალური მედიის გამოყენება ჰიპერემპათიურ ადამიანებს სტრესის მაღალი დონეების მიღწევაში ეხმარება. სოციალურ ქსელში მომხმარებელი თვალს ადევნებს ადამიანთა „ბრძოლას“. პრობლემა არ დგას მხოლოდ სხვების ცხოვრებაში მიმდინარე ნეგატიური მომენტების გაზიარების კუთხით. სოციალური ქსელებიდან იგებ ყველაფერს სწრაფად და დიდი რაოდენობით. აუცილებლად გამოჩნდება რამე, რაც ჰიპერემპათიურ ადამიანზე მოახდენს გავლენას. თუ ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება სხვების პრობლემები თქვენი სტრესის მიზეზად იქცეს – ემოციურ დაცლად და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებად.

როგორ უნდა განავითაროთ ემოციური ინტელექტი და ემპათია ისე, რომ ამან იმუშაოს თქვენ სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ? გასაღები ბალანსია. აქ არის რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ:

სამსახურში
შეიძლება გყავთ თანამშრომლები, რომლებიც წარმატებით სარგებლობენ თქვენი ემპათიურობით. ხშირად, შესაძლოა ამ უნარმა თქვენი ინტერესების წინააღმდეგ წასვლაც გაიძულოთ. შეგიძლიათ აიღოთ მცირეხნიანი, თუმცა ხშირი შესვენებები, რომ მისცეთ საკუთარ თავს გადატვირთვის საშუალება და ეცადეთ დამატებითი მოვალეობების გადანაწილებას კოლეგებთან, თუნდაც, ექსტრემალურ სიტუაციებში.

სახლში
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეუღლე ცუდი სამუშაო დღის შემდეგ, დაღლილი ბრუნდება სახლში, თუმცა, თქვენც არანაკლებად საშინელი დღე გქონდათ. თქვენ არ გაქვთ მისთვის კომფორტის შექმნისა თუ მისი განცდების გაზიარების თავი, რადგან თვითონაც უკვე განიცდით ამ ყველაფერს. ამ სიტუაციაში, შეგიძლიათ თქვათ: „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი დღე გქონდა, ჩემიც არ იყო ნაკლები. შეგვიძლია ცოტა ხანი მოვდუნდეთ, ვჭამოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას ერთად? შემდეგ ვიაროთ და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე..“
ამ ტიპის რეაგირება საკუთარ ინტერესსაც გამოხატავს და თქვენი პარტნიორის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს. ანუ, არ გჭირდებათ თავგანწირვა და ცუდად არ ისახება თქვენს ფსიქიკაზე.

სოციალურ ქსელებში
დააკვირდით, რამდენ დროს გართმევთ სოციალური მედია და განსაზღვრეთ, როგორ გრძნობთ თავს, როცა გამოდიხართ ქსელიდან. გრძნობთ, რომ სოციალური მედიის გამოყენება ემოციურად ზემოქმედებს თქვენზე? თუ ასეა, დაიწესეთ ლიმიტი, რა დროის გატარება შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში. დაგეგმეთ რამე სხვა იმ დროში, რაც სოც მედიაში უნდა დაგეხარჯათ.

ემპათიას შეუძლია უფრო ძლიერი ურთიერთობების შენებაში დაგეხმაროთ, თუმცა, თუ ეს გადაწვის გზაზე გაყენებთ, უნდა იმუშაოთ მის რეგულირებაზე. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ადამიანებისთვის ცნობილია წესები – უნდა გაიკეთოთ საკუთარი ჟანგბადის ნიღაბი მანამ, სანამ სხვების დახმარებას დაიწყებთ. თუ თქვენ, პირველ რიგში, აცნობიერებთ თქვენს ემოციებსა და საჭიროებებს, თქვენ უმჯობეს პოზიციაში იქნებით საკუთარი თავისა და სხვების დასახმარებლად.



განხილვა