in ,

“WHYme” – ხელნაკეთი ნივთების ახალი მარკა ქართულ ბაზარზე

Startauperi
Startauperi

why me 7“გუნდი” რომელიც  ამჟამად შედგება  ორი ადამიანისგან, დიდი ხანია დაინტერესებულები არიან განსხვავებული, კრეატიული გამოყენებადი ნივთებით, მათი აღმოჩენით და  შექმნით. მათ უმუშავიათ სხვადასხვა არტ-პროექტებზე და სწორედ ამ გამოცდილებიდან  და შესაძლებლობებიდან  გამომდინარე გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ ერთი საერთო კონცეფციის ქვეშ  და შეექმნათ ხელნაკეთი ნივთების  ხარისხიანი მარკა-  “WHYme” .  დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი “WHYme”-ს წარმომადგენელს ესაუბრა. 

M: როგორ გაჩნდა “WHYme” შექმნის იდეა? 

“WHYme*“-ს შექმნის იდეა წარმოშვა კრეატიული და განსხვავებული ხელნაკეთი ნივთების სიმწირემ ქართულ ბაზარზე, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ იდეების შეჯერება და საერთო კონცეფციად ჩამოყალიბება, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა კონკრეტულ გეგმასთან – დაგვეწყო აქტიური მუშაობა ჩვენი იდეების რეალიზებისთვის. „WHYme*“ -ს მთავარი კონცეპტია იყოს თავად სახელიც და გვარიც,   იქიდან გამომდინარე რომ დიდი ხანია ცალ-ცალკე ვმოღვაწეობთ ამ სფეროში ასე თუ ისე ვართ ცნობადები და   სახელები, ჩვენი აზრით, პროდუქციისადმი მომხმარებლის ობიექტურ დამოკიდებულებას შეცვლიდა. გვსურს აფასებდნენ პროდუქციას ისე, რომ არ იცოდნენ ვინ ამზადებს ამას , ვეცდებით დიდხანს დავრჩეთ ამ მარკის უკან ინკოგნიტოდ.why me 2

M: რატომ სახელი “WHYme” ?

გვსურდა მოგვეფიქრებინა ისეთი სახელი, რომელსაც ექნებოდა ორგვარი მნიშვნელობა როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე, ასე შეიქმნა მარკა „WHYme*” , რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კითხვა – „რატომ მე“ რაზეც   ჩვენი შექმნილი ნივთები მათი უნიკალურობითვე პასუხობენ , ხოლო ქართულად სახელის წარმოთქმა „ვაიმე“-ს დავუკავშირეთ, როგორც ჩვენი პროდუქციის შემფასებლის პირველი გამოხატული ემოცია.

M: კონკრეტულად რა ნივთებს ამზადებთ? 

ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ნატურალური ხისგან დამზადებულ დეკორატიულ სანათებზე, მათ შეფუთვაზე, მრავალფეროვან დამუშავებაზე.  მომხმარებლის თუ ჩვენი სურვილისამებრ ილუსტრაციები იქმნება ხეზე ამოწვის მეთოდით, რაზეც ვმუშაობთ ხელით, ხელითვე ხდება მათი საღებავებით მოხატვაც, სანათებს მოჰყვება მაღალი ხარისხის დეკორატიული ნათურები. why me 3

M: რამდენად მოთხოვნადია ხელნაკეთი ნივთები დღეს საქართველოში ?

ვთვლით, რომ   საქართველოში მრავლადაა ხელნაკეთი ნივთები , თუმცაღა ხშირ შემთხვევაში მათი ხარისხი ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, დიდი ხნის დაკვირვებისა და მუშაობის ხარჯზე გადავყვიტეთ გვემუშავა იმ დეტალებზე, რომელიც ნივთებს მიანიჭებდა დასრულებული, სრულყოფილი პროდუქტის სახეს. შევიმუშავეთ შეფუთვისა და დამუშავების ისეთი დეტალები,  რომლებიც მეტყველებენ ხარისხზე. იქიდან გამომდინარე, რომ „WHYme*” ბაზარზე ჯერ ახალი გამოჩენილია, დაინტერესება და შეკვეთების რაოდენობა სრულებით დამაკმაყოფილებელია, რაც გვაძლევს ჩვენი პროდუქციის გამრავალფეროვნების უტყუარ გარანტიას.

M: რამდენად ხელმისაწვდომია ?

ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენ პროდუქციას ქონდეს შეძლებისდაგვარად ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ფასი. ფასები განისაზღვრება სანათის ზომისა და შესრულებული ილუსტრაციების სირთულის მიხედვით.

M: დაინტერესების შემთხვევაში, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ ?

ამ ეტაპზე ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/whyme.georgia , ასევე ელექტრონული ფოსტით და ტელეფონის ნომრით, რომელიც მითითებულია ჩვენს ფბ. გვერდზე.why me 5

M: რაც შეეხება კონკურენციას ?

იქიდან გამომდინარე, რომ ხელნაკეთი ნივთების ქართულ ბაზარზე შემოვიტანეთ სიახლე ჩვენი „ბრენდის“ სახით , ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კონკურენტი მხოლოდ ჩვენი თავია.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ? 

სამომავლოდ გვსურს გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი. კერძოდ, დავამატოთ სახლის დეკორი (ინტერიერის და ექსტერიერის განათება, ავეჯი, თაროები, შპალერი ), სამზარეულოს აქსესუარები და ინვენტარი, ხისგან დამზადებული ქალისა და მამაკაცის სამკაულები. გავაფართოვოთ სამუშაო სივრცე , შევიძინოთ სხვადასხვა თანამედროვე ინვენტარი, გავზარდოთ გუნდი ნიჭიერი დამწყები დიზაინერებით და გვსურს ჩვენი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ.why me 6

ჰაკათონ hackTSU 22 მაისს დაიწყება !

კოსმიური ფოთლების მტვერსასრუტი