in

Wi-Fi 7 — ინტერნეტი უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობებით

MediaTek არის პირველი კომპანია, რომელმაც Wi-Fi 7 ტექნოლოგია წარმოგვიდგინა

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ინტერნეტის მნიშვნელობა თითქმის ყველა სფეროში, ყოველდღიურად იზრდება… ადამიანებს მუდამ უფრო სწრაფი და ხარისხიანი კავშირი სჭირდებათ. MediaTek არის კომპანია, რომელიც ცდილობს ამ საფუძვლიან მოთხოვნილებას უპასუხოს და უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობების უკაბელო ინტერნეტი შემოგვთავაზოს — ის პირველი კომპანიაა, რომელმაც Wi-Fi 7 ტექნოლოგია წარმოგვიდგინა. 

“WiFi 7 იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Wi-Fi სადენიანი ინტერნეტის ჩანაცვლებას სრულფასოვნად შეძლებს იმ აპლიკაციებისთვის, რომლებიც  უმაღლეს გამტარუნარიანობას მოითხოვს”, — ამბობს ალან ჰსუ, MediaTek-ის ვიცე პრეზიდენტი 

ალანის ეს დამაინტრიგებელი განცხადება ნამდვილად საფუძვლიანია, რადგან ახალი ტექნოლოგია უკაბელო ინტერნეტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. Wi-Fi 7  ნებისმიერი შემაფერხებელი ფაქტორის გასანეიტრალებლად, უახლეს MLO (multi-link operation) სისტემას გამოიყენებს და წამში 30 გიგაბიტ სიჩქარეს მიაღწევს. აქვე შეგახსენებთ, რომ წინა თაობის, ამ მოცემულობით ყველაზე ძლიერი Wi-Fi-ს სიჩქარე, 9 გიგაბიტი წამშია. 

სავარაუდოდ, უკაბელო ინტერნეტის ახალ შესაძლებლობებს 2023 წელს გამოვცდით. MediaTek კი იქნება ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც Wi-Fi 7 ტექნოლოგიას შემოგვთავაზებს.

3D სათვალე და სამაჯური, რომლებიც უსინათლოებს “დანახვაში” ეხმარება

მეცნიერებმა მექანიკური ხე შექმნეს, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს