როგორც ჩანს, Wi-Fi-ს უკვე აქვს პოტენციალი, გააძლიეროს ჩვენი დამოკიდებულება ინტერნეტზე და ამასთან, ჩვენს უსაფრთხოებაზეც იზრუნოს. ამ შემთხვევაში კედლებს ყურები არა, მაგრამ თვალები ნამდვილად ექნება — კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ბიუჯეტური გზა Wi-Fi-სა და AI-ისთვის, რათა ადამიანების 3D ფორმები კედლების დახმარებით დაინახონ.
კონკრეტულად კი მეცნიერებმა DensePose-ის ნერვული ქსელი შექმნეს, რომელსაც UV კოორდინატებიდან Wi-Fi სიგნალების გამოყოფა შეუძლია. ამ პროცესში 3D ობიექტის ზედაპირი დაპროექტებულია, როგორც 2D გამოსახულება, რომელსაც კომპიუტერის მიერ გენერირებული გამოსახულების რუკებად იყენებენ. მკვლევრები 1D sensor-ის გამოყენებით, რომელიც საკმაოდ იაფიცაა, მონაწილეთა მდებარეობას დაადგენენ, ამ შემთხვევაში ეს Wi-Fi იყო, ჩვეულებრივ კი მსგავსი წარმატების მისაღწევად LiDAR რადარები და RGB კამერებია საჭირო…
გარდა იმისა, რომ გეტყვით, სად არის კონკრეტული ადამიანი, მას იმის დანახვაც შეუძლია, თუ რა პოზაშია იგი, ზის, წევს, დადის თუ უბრალოდ დგას. დაბალ ხარჯებზე კი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ ეს მის გამოყენებას უფრო ფართო მასებზე გახდის ხელმისაწვდომს.
ალბათ, ისიც გაინტერესებთ, რისთვის გჭირდებათ როუტერი, რომელიც კედლიდან დაგაკვირდებათ. აქ კი, მკვლევრები საინტერესო პასუხს გვთავაზობენ, შესაძლოა, ეს დიდად გამოსადეგი იყოს სახლებში, სადაც ხანდაზმული ადამიანები მარტო ცხოვრობენ ან მსგავს შემთხვევებში. სისტემის დახმარებით, გაიგებთ, ხომ არ დაცემულან ისინი ან რაიმე დაზიანება ხომ არ მიუღიათ, განსაკუთრებით აბაზანებში, სადაც კამერა, შესაძლოა, საუკეთესო ვარიანტი არც იყოს. დიახ, ამგვარად სახლში უცხო პირების შემოსვლისგანაც მეტად დაზღვეული იქნებით.
როუტერის დახმარებით, ოჯახებს კამერების კონტროლი, გამორთვა, ჩართვა და ამავდროულად, კონფიდენციალურობის დაცვაც შეუძლიათ. ამ ყველაფრის ფონზე კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თუ ჩვენთვის ცნობილი როუტერები რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, DensePose მხოლოდ 30 დოლარი ეღირება.