in

Wi-Fi-ის უჩვეულო პაროლები – კამპანია მშობლების ყურადღების მისაქცევად

მართალია, ჯერ ზამთარია და ამინდები საკმაოდ ცივია, მაგრამ მოვა ზაფხული და საცურაო აუზების სეზონიც გაიხსნება. ავსტრალიურმა ორგანიზაცია Royal Life Saving-მა გადაწყვიტა წინასწარ ეზრუნა იმ საკმაოდ სერიოზულ საკითხზე, რასაც საცურაო აუზებზე მშობლების სმარტფონებითა და ინტერნეტ სივრცით გართულობა წარმოადგენს. სოციალური ქსელების კონტროლის ხარჯზე, ბავშვების მეთვალყურეობა მცირდება და ხშირად, ამის  შედეგად პატარების უსაფრთხოების საკითხიც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ყველაფრის თავი და თავი ყოველთვის ხელმისაწვდომი Wi-Fi არის, ამიტომ ორგანიზაციამ ბავშვებს სთხოვა ინტერნეტისთვის ისეთი პაროლის მოეფიქრებინათ, რომლის გამოყენებაც რთული იქნებოდა და გარდა ამისა ერთგვარ შეხსენებადაც გამოდგებოდა.

BOG

სახლი, სადაც ყველაფერი კარგადაა – თბილისი გარდენსის ბრენდინგი

Adidas-ის “სატყუარა” სპორტული ფეხსაცმელი – ანუ, როგორ დავაბრუნოთ შვილები სახლში?!