in

იწყება Wi-Fi-ს ყველაზე დიდი განახლება ათწლეულების განმავლობაში

veon
veon

ახალი წლის დასაწყისთან ერთად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში Wi-Fi-ის ყველაზე დიდ განახლებას მივიღებთ – თვალსაჩინოებისათვის წარმოიდგინეთ, რვა ზოლიანი გზა, ორიანის ნაცვლად.

Wi-Fi Alliance, ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც Wi-Fi-ს ზედამხედველობს, ახლა იწყებს პროდუქტების პირველი ტალღის დამოწმებას, Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერით. 2021 წლის პირველ თვეებში კი უკვე ვიხილავთ მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპებს, ტელევიზორებსა და სხვა ტექნოლოგიების უმეტესობას მისი მხარდაჭერით, რაც გულისხმობს, რომ კავშირი ბევრად სწრაფი და საიმედო იქნება.

Wi-Fi 6E იმდენად დიდი განახლებაა, რომ ის უკაბელო საჰაერო ტალღების უზარმაზარ გაფართოებას ემყარება, რომელიც სამომხმარებლო მოწყობილობებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, თუმცა გამოყენებისთვის შესაბამისი მოწყობილობები იყო საჭირო.

მართალია, აშშ-მ უკვე დაამტკიცა 6 გეგაჰერციანი საჰაერო ტალღების გამოყენება, მაგრამ განახლებას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი – სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ Wi-Fi-ის გამოყენებისთვის საჭირო სპექტრი.

11 იანვარს სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე მომხმარებლები გაიგებენ, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ Wi-Fi-ს განახლებასთან დაკავშირებით.

“SHAKHTA” – დავით ბროდსკის პერფორმატიული ინსტალაცია

მსოფლიოში კრიპტოვალუტის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარზე მეტია!