18
Jul
2019

ჰოთ დოგი ბორბლებზე – ორიგინალური „ბინა“ Airbnb-ზე

18 Jul 2019

ამერიკული ხორცპროდუქტების კომპანია Oscar Mayer საკულტო Wienermobile-ს, იგივე ჰოთდოგის მანქანას Airbnb-ზე აქირავებს. „ბინის“ ფასი, ღამეში, $136-ია. 

Photo Credit: Airbnb

Wienermobile, ანუ ჰო დოგის ფორმის მანქანები, ამერიკაში, პირველად 1936 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ის Oscar Mayer-ის ბრენდის განუყოფელ ნაწილად იქცა. წლების მანძილზე, ავტომობილის, დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა. კომპანია, მას, როგორც წესი, მას სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობებში იყენებს. ამჯერად, Airbnb-ზე მისი გამოჩენა, 24 ივლისს, ჰოთ დოგის საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

Photo Credit: Airbnb

ჰოთ დოგის მოყვარულებო, სახლში გეპატიჟებით. ერთ ღამეში, გაქვთ შესაძლებლობა, მიირთვათ ჰოთ დოგი, იფიქროთ ჰოთ დოგზე და ბოლოს და ბოლოს დაიძინოთ ჰოთ დოგში – Oscar Mayer-ის ლეგენდარულ Weinermobile-ში. პირველად, თქვენი ყველაზე თამამი ოცნება სრულდება. გაატარეთ ღამე 27 ფუტის [8.2296 მეტრი] სიგრძის ბორბლებიან ჰოთ დოგში“ – მითითებულია Airbnb-ის აღწერაში.

Photo Credit: Airbnb

Weinermobile მხოლოდ 1, 2 და 3 აგვისტოს, თითო დამქირავებელზე და მხოლოდ ერთი ღამით ქირავდება.

Photo Credit: Airbnb

განხილვა