in

wifisher.com – ქართული სტარტაპი და რეკლამის ინოვაციური საშუალება

Startauperi
Startauperi

nodo ivanidze„სტარტ-აპების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია ინოვაციური პროდუქტების შექმნა, როგორც საკუთარ იდეაზე დაყრდნობით, ისე სხვადასხვა გამოგონებების აღმოჩენითა და მათი გამოყენებით. ეს ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას. ისრაელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო პატარა სახელმწიფომ მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე გასვლა „სტარტ-აპების“ რაოდენობით და როგორ შეუწყო ამან ხელი ქვეყნის განვითარებას. საქართველოში მთავრობა, ბოლო პერიოდში, დიდ ყურადღებას აქცევს „ სტარტ-აპების“ კულტურის განვითარებას, რაც ძალიან კარგია. ხშირად ეწყობა „სტარტ-აპ“ იდეების მარათონები, კონფერენციები და საინტერესო ღონისძიებები“,- ამბობს   „სტარტაპების “ WiFisher და EVENTER.GE თანადამფუძნებელი (potters digiral agency) ნოდარ ივანიძე.

როგორ შეიქმნა მათი „სტარტ-აპები“ და რა არის ამ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო?! „მარკეტერი“ ნოდარ ივანიძეს ესაუბრა.

ნოდარ ივანიძე: „WiFisher შეიქმნა სამი თვის წინ, კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. ჩვენი კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა ძალიან მარტივია, მარტივია, მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო. ამჟამად ჩვენი სისტემა აყენია 50 ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით. ყველა ლოკაცია დაკავშირებულია ჩვენს პლატფორმასთან. ჩვენს დამკვეთს შეუძლია მარტივად შევიდეს ჩვენს ვებგერდზე www.wifisher.com აირჩიოს სასურველი ლოკაცია და განათავსოს რეკლამა“.

wifisher coverM: სხვა განთავსებისგან განსხვავებით, რა უპირატესობა აქვს, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა WiFisher-ი?

დამკვეთს ეძლევა უნიკალური საშუალება „გავიდეს“ თავის სამიზნე აუდიტორიაზე ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე და მიიღოს 70%-ზე მაღალი CTR. მაგალითად, თუ დამკვეთის აუდიტორია დადის კაფე „ა“-ში, მაშინ ის სწორედ იქ განათავსებს რეკლამას. ყველა მომხმარებელი ვინც კი უკავშირდება ინტერნეტს ნახულობს რეკლამას. ამ სერვისით დამკვეთი მარტივად შედის სამიზნე აუდიტორიასთან ინტერაქციაში.

M: გაქვთ კიდევ ერთი „სტარტ-აპი“ EVENTER.GE . . .

eventer.ge არის ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების საინფორმაციო და ასევე ელექტრონული ბილეთების გაყიდვის ვებ-გვერდი . ის ორიენტირებულია ელექტრონული მუსიკის მოყვარულებზე. ამასთან, მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება შეიძინოს კომფორტული და კარგი დიზაინის სამოსი.

eventer.geM: ვინ არის გუნდი, რომელიც ამ „სტარტ-აპებს“  ახორციელებს და  რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმიანობის დაწყება?

ეს არის Potters-ის გუნდი. Potters-ი გახდა პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია დიდი პოტენციალის მქონე მეწარმეების გაერთიანება ერთ ოჯახში და ერთობლივად სხვადასხვა საინტერესო „სტარტ-აპის“ „გაშვება“ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. „სტარტ-აპის“ შექმნის დროს წილს იღებს ყველა ადამიანი, რომელიც ჩართულია ამ სტარტაპის განვითარებაში (მეწარმე, დეველოპერი, დიზაინერი). ამ ორი „სტარტ-აპის“ გარდა, wehelp.ge საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებლები ვართ და ესტონეთში კანადელ პარტნიორთან ერთად გვაქვს კომპანია, რომელიც „ჰოსტელებისთვის“ ქმნის მართვის სისტემას – Hostel Pro.

M: რა არის საჭირო  “სტარტაპის” განვითარებისა და წარმატებისათვის?

ჩამოყალიბებული ფორმულა არ არსებობს, მაგრამ, შესაძლებელია, რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის გათვალისწინება. არაპროგნოზირებად საქმიანობაში ვართ, შესაბამისად, ის რაც თავიდან გვგონია რომ მომხმარებელს მოეწონება, ხშირად მცდარია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავდოთ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის საწყისი ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყოს სრულყოფილი. უნდა მოვისმინოთ მომხმარებლის კრიტიკა და გავაკეთოთ შესაბამისი ცვლილება პროდუქტში რაც შეიძლება სწრაფად, რათა ხელახლა „გავტესტოთ“ განახლებული პროდუქტი ბაზარზე. ამ პროცესის გავლა შეიძლება ბევრჯერ მოგვიხდეს და საბოლოოდ, სულ სხვა პროდუქტი მივიღოთ ვიდრე თავიდან გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მთავარია, მივიდეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველ პროდუქტამდე. ამ პროცესში ბევრი ნებდება, რჩებიან მხოლოდ ძლიერები.

wifisherM: რა სირთულეებს აწყდებით “სტარტ-აპების” დაწყების ან შემდგომ ეტაპზე?

ადრე ვთვლიდით, რომ კაპიტალის მოძიება წარმოადგენდა სირთულეს. თუმცა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარამდე pre-seed საინვესტიციო შეთანხმებები დავდეთ როგორც ქართველ, ისე ამერიკელ ინვესტორებთან სამი პროექტისათვის. თუმცა, ამ ადამიანების პოვნა საკმაოდ რთული იყო. ასევე, რთულია ისეთი გუნდის წევრების პოვნა, ვინც ჩვენს შიდა კულტურას და ღირებულებებს მოერგება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მაღალი კომპეტენცია და ლოიალურობის მაღალი დონე, ისე ადამიანის ჩვენს “სიხშირეზე” ყოფნა. როდესაც ადამიანს წილს აძლევ, ერთი ოჯახის წევრები ხდებით.

M: არსებობს დღეს პირობები “სტარტ-აპის“ განვითარებისთვის?

“სტარტ – აპის“ განვითარებისთვის პირობები ყოველთვის არსებობს, მთავარია იყვნენ ადამიანები,  რომლებსაც შეუძლიათ რისკის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. You need to have balls.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

ნოემბერში თბილისის საცობების აპლიკაციას გავუშვებთ. ამისთვის სპეციალური ალგორითმი შევიმუშავეთ, რომელიც აანალიზებს თბილისში არსებული 1700-ზე მეტი მიკროავტობუსის მოძრაობის პარამეტრებს და წყვეტს იმას, თუ სად არის საცობი. გარდა ამისა, კომაროვის სკოლაში ინოვაციების ლაბორატორიას ვქმნით, რომელიც Internet Of Things ხედვის პოპულარიზაციაზე და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ასევე მზადდება 2 აპლიკაცია და 2 ვებ-სერვისი რომელიც ახლო მომავალში „გაეშვება“ .

TIGER LILIES კონცერტი თბილისში 8 ნოემბერს გაიმართება

Veritas Olympics-ის ოლიმპიადა