in

„წიგნი ყველა სოფელს“ – საქველმოქმედო პროექტი სოფლების სასკოლო და ცენტრალური ბიბლიოთეკებისთვის

„წიგნი ყველა სოფელს“ საქველმოქმედო პროექტია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნები უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.

bog
bog-mob

შეგროვებული ლიტერატურა სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონების სოფლების ცენტრალურსა და სასკოლო ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

(c) ego2რუსუდან კბილაშვილი (“ვისოლ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი): ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო საგანმანათლებლო პროექტი “წიგნი ყველა სოფელს” ა/ო ,,სტუდენტური ერთიანობის’’ ახალგაზრდა წევრების იდეაა, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ ძალისხმევით იმდენად მასშტაბური გახდა, რომ დღესდღეობით უკვე არასამთავრობოების, სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს საპატრიარქოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ერთიანი ძალებით ხორციელდება.

პროექტის წარმატებით შესრულებასა და საკმარისი რაოდენობის წიგნების შეგროვებაში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „პალიტრა L” „საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან“ ერთად ჩაერთო, რომელიც შეგროვებული წიგნების დახარისხებაზე ზრუნავს.

პროექტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა, იდეის განსახორციელებლად საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანმა“ საინტერესო ფორმა მოძებნა, შეგროვებული წიგნების რეგიონებისათვის მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ იზრუნებს.

M: ვის და როგორ შეუძლია ჩაერთოს პროექტში?

1-ლი აგვისტოდან საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, „დავითიანის“ ოფისებში (რუსთაველის გამზ. # 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში) მიიტანოს წიგნები, სპეციალურად განთავსებულ ყუთებში დატოვოს და გააჩუქოს ისინი მათთვის, ვისთვისაც ხელმიუწვდომელია.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წიგნების დახარისხების შემდეგ, რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს გააჩუქონ წიგნები. „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება. სულ 9 რაიონულ ცენტრს მოივლის. 16-17 აგვისტოს ბათუმში გაჩერდება და დამსვენებლებსა თუ ადგილობრივებს საშუალება ექნებათ პროექტში ჩაერთონ.

M: ვისთვის არის ეს წიგნები?

სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.

M: პროექტი მხოლოდ ჩამოთვლილ რეგიონებს მოიცავს, თუ შემდეგაც გაგრძელდება?

„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და, მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე, შემდგომ სხვა რეგიონების ბიბლიოთეკების მომარაგებაზეც ვიზრუნებთ. დღესდღეობით აქტივობა მაღალია, რაც ძალიან გვახარებს.

M: რაც შეეხება ამ პროექტის მიზანს . . . 

პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

M: რას ნიშნავს თქვენი კომპანიისთვის ასეთ პროექტში მონაწილეობა?

ძალიან მოგვეწონა ახალგაზრდების ინიციატივა, დახმარებოდნენ თანატოლებს და სხვებსაც, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა ეზრუნა საკუთარ განათლებასა და წიგნიერებაზე, სულ მცირე იმ მიზეზის გამო, რომ მის ოჯახში, თუ ზოგადად სოფელში, არ არსებობს ბიბლიოთეკა. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი წიგნი გავხადოთ ხელმისაწვდომი მათთვის.

„ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზია „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“. შესაბამისად, ზრუნვა მომავალ თაობაზე და ახალგაზრდების გვერდზე ყოფნა ჩვენთვის უცხო არ არის. რაც შეეხება პროექტს „წიგნი ყველა სოფელს“, მინდა მოვუწოდო კერძო კომპანიებს, გამომცემლობებსა და საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და „უკეთესი მომავლის შექმნაში“.

10608999_10152556387641422_261520143_n

10609098_10152556387676422_968353056_n

10609341_10152556387646422_444028437_n

(არა)მარტოობის 200 ათასი წელიწადი – თენგო ლომიტაშვილი

პერსონალური საუნდტრეკი კოკა-კოლასგან