in

ლოგოები, რომლითაც შესაძლოა Wikipedia გაგვეცნო

25 წლის იუბილეზე, ვიკიპედიამ სკივრს თავი მოხსნა და ის სკეტჩები, მასკოტები თუ ნახევრად სერიოზული იდეები გაგვიზიარა, რომლებსაც ერთ დროს პლატფორმის ბედი უნდა განესაზღვრა. Wikimedia Foundation-მა ადრეული 2000 წლების ლოგოს კონცეფციები გამოაქვეყნა. ისინი ბრენდინგის სპეციალისტებს კი არა, მოხალისეებს ეკუთვნით, რომლებიც ძალიან ბევრს კამათობდნენ ამ საკითხზე… ასე იყო თუ ისე, ახლა შედეგად ვიკიპედიას ადრეული წლების ვიზუალური ჩანაწერი მივიღეთ — ზოგი ჭკვიანურია, ზოგი უცნაური და ყველა ამტკიცებს, რომ ფაზლებისგან აწყობილი გლობუსი ბედი კი არა, უბრალოდ დიზაინის შესახებ საჯარო დებატებს გადარჩენილი სიმბოლოა.

BOG
BOG

ყველაზე დამაინტრიგებელ კონცეფციებს შორის Wikipede გახლავთ, ჭიაყელას მსგავსი პერსონაჟი, რომელიც წიგნებისგან არის აწყობილი, ზოგჯერ სათვალით, ზოგჯერ კი ულვაშით ჩნდება — კოლექტიური ცოდნის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, უნდა მიენიშნებინა იმაზე, რომ ბევრი ნაწილი ერთ მთლიანობად მუშაობდა.

სხვა სიმბოლოები კი უფრო მეტად მითოლოგიას ეყრდნობოდა, იქნება ეს მრავალთავიანი ჰიდრას მსგავსი არსება თუ უფრო აბსტრაქტული, რომელიც ტვინების, სპირალების, თვალებისა და ჰლობუსების დახმარებით სწავლებაზე, კავშირსა და მეხსიერებაზე მიუთითებდა. თუმცა მაშინ ხუმრობა არცერთი იყო, თითოეულს სერიოზულად განიხილავდნენ და იმეორებდნენ. 

ასე კი იმის მომსწრე ხდებით, თუ როგორ განვითარდა ვიკიპედია 2001 წლიდან დღემდე. ამ არქივს კი მხოლოდ კრეატიულობა კი არა, პროცესი გამოარჩევს: ათასობით ადამიანი კამათობდა იმაზე, თუ რა გზავნილი უნდა გადმოეცა ლოგოს, ავტორიტარული უნდა ყოფილიყო, ღია თუ კულტურული მიკერძოებებისგან თავისუფალი. თითოეული შეთავაზება, კრიტიკა თუ უარყოფა საჯაროდ ხდებოდა.

როგორც ხედავთ, ფაზლებისგან აწყობილმა გლობუსმა გაიმარჯვა, რადგან სიმბოლიზმს სიმარტივესთან აბალანსებდა. თითოეული ფაზლი განსხვავებული წერის სისტემის ასოს ატარებს, რითაც ვიკიპედიას მრავალეროვნულობას ეხმიანება. გლობუსის ზედა ნაწილი გამიზნულად დაუმთავრებელია, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ენციკლოპედია ყოველთვის უსასრულოა და ყოველთვის მზად ცვლილებებისთვის. ამგვარად, ეს მხოლოდ დიზაინერული არჩევანი კი არა, განაცხადი გახლავთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პროექტი. 

აღსანიშნავია, რომ ვიკიპედიას გლობუსს 25 წლის იუბილეზე შვილიც შეეძინა. 

მიკრობანკი „კრისტალი“ და Lib.ge აკადემია – განათლება აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის, როგორც მომავლის გზა

YouTube-მა მობილურ აპლიკაციაში ვიდეოების მართვისა და ატვირთვის პანელი განაახლა