in

Wikipedia-ს რედაქტორებს AI დაეხმარება

Briano.ai
Briano.ai

AI-მ Wikipedia-მდეც მიაღწია ოღონდ არა იმ გზით, რომელზეც ახლა ფიქრობთ. მართალია, ბევრი აქ მოცემულ წყაროებს ეჭვ ქვეშ აყენებს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაინც ინფორმაციის ერთ-ერთი პირველი წყაროა მსოფლიოში. არ გეგონოთ, რომ ახლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდობენ მასალების მოძიებასა თუ წერას და სანდოობას კიდევ შეუქმნიან საფრთხეს. პირიქით, თუ დღეს ტექნოლოგიური პლატფორმები ავტომატიზაციისკენ მიისწრაფვიან, Wikimedia Foundation სულ სხვა გზით მიდის — AI სტრატეგია გაგვაცნო, რომელიც ადამიანებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ დაეხმარება.

შესაბამისად, მიზანი მასშტაბური კონტენტის გენერირება კი არა, არამედ ტექნიკური ტვირთის შემსუბუქებაა მოხალისეებისთვის, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ენციკლოპედიას ქმნიან. ამგვარად, Wikipedia ახალ AI ხელსაწყოებს გვაცნობს ისეთი ამოცანებისთვის, როგორებიცაა თარგმნა, ძიებაში დახმარება და ახალი პირების მიღება. ასე კი რედაქტორებს დროს გაუთავისუფლებს, მაგალითად, წყაროების მოძიებისთვის, დებატებისთვის ან მოდერაციისთვის.

Wikimedia-ს მანქანური სწავლების ხელმძღვანელი კრის ალბონიც აღნიშნავს, რომ ეს ინსტრუმენტები სარედაქციო სამუშაოს გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. თუმცა, მრავალი ტექნოლოგიური კომპანიისგან განსხვავებით, რომლებმაც ეს საქმე სრულად ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს, Wikipedia-ს სისტემა ფარდებს მიღმა იმუშავებს, სამუშაო პროცესს დაეხმარება და თავად არ შექმნის სტატიებს.

მეტიც, AI ადამიანების ზედამხედველობის ქვეშ იქნება, რათა ყველაფერი, რასაც გააკეთებს, Wikipedia-ს ეთოსის შესაბამისი იყოს.

ძველი საჭაშნიკეს ახალი წარმატება – საჭაშნიკე 1 წლისაა!

წინანდლის მამულმა იტალიელ ლანდშაფტის არქიტექტორს, მარიო ბონიჩელის უმასპინძლა