in

„ვიკიპედიას“ ახალი ფუნქცია, Page Preview დაემატა

„ვიკიპედიაში“, ნებისმიერ საკითხზე, მსოფლიოს მასშტაბით თავმოყრილ ინფორმაციას სულ რამდენიმე „კლიკით“ მოიძიებთ. პროცედურა ახლა კიდევ უფრო გამარტივდა – ონლაინ ენციკლოპედიას Page Preview-ს ფუნქცია დაემატა. კონკრეტულ თემაზე, მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, ტექსტში ჩართულ 30-მდე ბმულზე გადასვლა აღარ დაგჭირდებათ.

როდესაც „ვიკიპედიაში“ კონკრეტულ სტატიას ხსნით, ტექსტში, ბმულის სახით, მოცემულია საძიებო თემასთან დაკავშირებული საკუთარი სახელი, ლოკაცია და ა.შ. ახალი ფუნქციით, „ლინკთან“ კურსორის მიტანისას, გამოჩნდება მოკლე ცნობები და შესაბამისი ვიზუალი (თუ ხელმისაწვდომია). ანუ, იქვე კითხულობთ მცირე მიმოხილვას და გექმნებათ წარმოდგენა, ვრცლად რა ინფორმაციაა მითითებულ ბმულზე. მაგალითად, „ვიკიპედიაში“ წერთ „ალბეპბს“ და ხსნით პირველსავე სტატიას. ტექსტში შეგხვდებათ ამ მთათა სისტემის ერთ-ერთი მთის სახელი „მონტ ბლანკი“ (ბმულის სახით). კურსორის მიტანისას, გამოჩნდება ფოტო და მოკლე ცნობები მის შესახებ. შესაბამისად, შეგიძლიათ, თავად გადაწყვიტოთ, გახსნათ ბმული თუ საკმარისია თქვენთვის უკვე წაკითხული ინფორმაცია.

Page Preview ჯერ მხოლოდ ინგლისურენოვან და გერმანულენოვან „ვიკიპედიას“ დაემატა. თუმცა, ეს ფუნქცია ონლაინ ენციკლოპედიის კატალონიურ, რუსულ, იტალიურ, ბერძნულსა და უნგრულ ვერსიებზე 2017 წელს „დაიტესტა“.

წყარო: www.mashable.com

„მაკდონალდს საქართველო“ კიდევ ერთ ინოვაციას, Table Service-ს ნერგავს

საიდუმლოებით მოცული თბილისელი მილიონერი, ქველმოქმედი და ანტრეპრენუარი XIX საუკუნიდან! – მელიქ-აზარიანცის ბიზნეს ისტორია