in

Wikipedia საკუთარი კონტენტის გამოყენების სანაცვლოდ, გადასახადის დაწესებას გეგმავს

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Google, Facebook, Apple და Amazon

veon
veon

Wikipedia საკუთარ თავს “უფასო ენციკლოპედიის” სტატუსს მიაწერს, რომელიც გლობალური მასშტაბით უზრუნველყოფს ცოდნის გავრცელებას. გამომდინარე ასეთი პოპულარობისა და მოთხოვნადობისა, მისი მმართველი კომპანია Wikimedia Foundation იმედოვნებს, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია “ვიკიპედიის” სერვისისთვის გადაიხდის.

არ ინერვიულოთ, ის კვლავ უფასო იქნება მომხმარებლებისთვის. თუმცა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Google, Facebook, Apple და Amazon “ვიკიპედიას” კონტენტის გამოყენების სანაცვლოდ გარკვეული გადასახადი დაეკისრება. უფრო კონკრეტულად, Wikimedia Foundation ახალ ფასიან მომსახურებას ქმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მის მონაცემებს იყენებს. ორგანიზაციის თანახმად, ახალი პროდუქტის კონტენტი აღნიშნული კომპანიების პლატფორმაზე გამოსაქვეყნებლად იქნება განკუთვნილი.

ამჟამად “ვიკიპედია” ყველასათვის სრულიად უფასოა და მთელ $100 მილიონიან ბიუჯეტს მომხმარებელთა შემოწირულობები და “ვიკიმედიის” ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ავსებს. ზოგიერთმა კომპანიამ კი, რომელსაც გადასახადის დაკისრებას უპირებენ, ორგანიზაციას მილიონობით დოლარი შესწირა. მათ შორისაა Google.

ამასთან ერთად, Wikipedia-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფასიანი მომსახურების არსებობა ხელს შეუწყობს თანამშრომლების პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და შემოსავლების გაზრდაც, რაც ასეთი მნიშვნელოვანია კომპანიისთვის.

ბუნებრივია, ამ ცვლილებასთან ერთად ჩნდება კითხვა – გადაუხდის თუ არა “ვიკიპედია” მოხალისეებს, რომლებიც ინფორმაციის დაწერასა და დახვეწაზე ზრუნავენ? ამ დრომდე, ისინი უფასოდ და “უანგაროდ” ზრუნავდნენ ვებ გვერდის განვითარებაზე.

როგორ ინარჩუნებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ბიზნესლიდერები?

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი ჰაკათონი – “Fintech-integrator” – დასრულდა