in

ცოდნის მაძიებელთა 3 ტიპი Wikipedia-ის კვლევის მიხედვით

პენსილვანიის უნივერსიტეტის ბოლო კვლევა ამჯერად Wikipedia-ს და მის მომხმარებლებს მიადგა. ის დაინტერესდა, როგორ ეძებენ სხვადასხვა კულტურისა და განათლების მქონე ადამიანები ინფორმაციას პოპულარულ შემეცნებით პლატფორმაზე. კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Science Advances-ში, გააანალიზა ვიკიპედიის 482,760 მომხმარებლის ქცევა 50 ქვეყანაში და გამოავლინა ცნობისმოყვარე მომხმარებლების სამი განსხვავებული ტიპი: მონადირე, საქმიანი და მოცეკვავე. ეს ტიპები ასახავს ფართო კულტურულ განსხვავებებს ადამიანებს შორის, რომლებიც მოიხმარენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ონლაინენციკლოპედიას. მკვლევრებმა ამისთვის ითანამშრომლეს Wikimedia Foundation-თან და მიმოიხილეს თითქმის ნახევარი მილიონი მომხმარებელი 14 ენის ჭრილში.

M2
M2

მონადირეების ტიპი, როგორც სახელიდან ჩანს, მიზანზე ორიენტირებული ადამიანები არიან, რომლებიც კონკრეტულ პასუხებს ეძებენ, რასაც შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დაუთმონ.

მათ საპირისპიროდ, „საქმიანების” ტიპი ურთიერთდაკავშირებულ თემებს შორის ხტებიან და დიდი სტატიების კითხვას არ უთმობენ დიდ დროს.

რაც შეეხება მოცეკვავეებს, ისინი კრეატიული ინფორმაციის მოძიებაზე არიან ორიენტირებულნი და მასალას თავიანთი იდეებიდან გამომდინარე ეძებენ.

კვლევა იმასაც დასძენს, რომ მომხმარებელთა ქცევები იცვლებოდა კულტურული კონტექსტის მიხედვით. იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ განათლების უმაღლესი დონე და აღიარებული გენდერული თანასწორობა, ადამიანები მიდრეკილნი არიან თემების უფრო ფართო სპექტრის შესწავლისკენ. მაშინ, როცა არათანასწორ ქვეყნებში მომხმარებლებმა გამოამჟღავნეს უფრო ფოკუსირებული და მიზანმიმართული ძიება. ეს დაკვირვება ვარაუდობს, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა განათლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, არა მხოლოდ იმაზე მოქმედებს, თუ რას ვსწავლობთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვსწავლობთ.

საბოლოოდ, კვლევამ დაადგინა, რომ ცოდნის მაძიებლის ტიპი განსაზღვრავს არა მარტო ადამიანის პირად ხასიათსა და ქცევას, არამედ ის ინფორმაციას გვაწვდის იმ გარემოზეც, რომელშიც ის ცხოვრობს.

5 ქართული ბრენდი, რომელსაც VELI.store-ზე აღმოაჩენ

დავით არშილავა – გაიცანი წარმატებული სტეპერები