უკვე 25 წელი გავიდა, რაც ვიკიპედია სამყაროს ადამიანებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი ცოდნითა და ინფორმაციებით მომარაგებას ცდილობს. ამ ამბის აღსანიშნავად კი Wikimedia Foundation-მა კამპანია ჩაუშვა პლატფორმის ევოლუციის შესახებ. დოკუმენტური სერიების მსგავსია და გვაჩვენებს, ვიკიპედიას ფარდებს მიღმა კადრებს, მოხალისე რედაქტორების ამბებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც ვიკიპედია გაგვაცნეს ისეთი, როგორიც დღეს არის.
ამ დრომდე პლატფორმამ თითქმის 250 000-მდე მოხალისე რედაქტორი გააერთიანებინა, რათა დაეწერათ და შეემოწმებინათ ინფორმაციები მისი ნეიტრალური ტონისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. კამპანიაში კი 8 მათგანის ამბავზეა ხაზი გასმული. მათ შორის ვხვდებით კალიფორნიელ კაცს, რომელმაც შტორმებისა და ქარიშხლების დოკუმენტირებას 20 წელი მიუძღვნა:
ყველაზე ხანდაზმულ ბიბლიოთეკარს ტოკიოში, რომელიც იაპონურიდან თარგმნის მივიწყებულ ამბებს:
და ინდოელ ექიმს, რომელიც გლობალური პანდემიის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციებს აზიარებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო AI-ის მიერ გენერირებულ მისინფორმაციებთან ბრძოლით არის დაკავებული, ვიკიპედიას კამპანიით იმედოვნებენ, რომ ადამიანების ცოდნას იზეიმებენ:
„ალგორითმებით, მისინფორმაციებითა და უსასრულო ხმაურით გაჟღენთილ სამყაროში Wikipedia რაღაც მარტივსა და საფუძვლიანს შეგვახსენებს — სწავლის ბედნიერებას, ცნობისმოყვარეობის ძალასა და ცოდნის მშვენიერებას, რომელიც ადამიანების მიერ, ადამიანებისთვის იქმნება. ეს კამპანია ჩვენი სასიყვარულო წერილია ადამიანების მიმართ – ჩუმი, კოლექტიური ბრწყინვალების, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ კოლაბორაციულ პროექტში გვხვდება“.
ვიკიპედიას კამპანიაზე Kin-ის სააგენტომ იმუშავა, მანამდე კი 25 წლის იუბილესთვის შექმნილი ლოგო გაგვაცნო და სიმბოლოები, რომლებსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გლობუსის წარდგენამდე განიხილავდნენ.











