ბევრისთვის ვიკიპედია ციფრულ ცოდნის წყაროს წარმოადგენს. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ისტორიის, მეცნიერების, პოპ კულტურისა და სხვა თემების შესახებ იღებენ ინფორმაცია. მართალია, პლატფორმა მომხმარებლებზეა ორიენტირებული, მაგრამ ზოგჯერ საიმედოობა კითხვისნიშანის ქვეშ ექცევა… სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული ახალი AI სისტემა, სახელწოდებით SIDE.
SIDE ნერვული ქსელებითაა აღჭურვილი და სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ ვიკიპედიას სტატიებში არსებული ინფორმაციის სანდოობა გადაამოწმოს. თუკი რაიმე ხარვეზი იქნება, სისტემა ალტერნატიულ, უფრო შესაფერის ცნობებს მიაწვდის პლატფორმას. თანაც შესაძლებლობების დახვეწის მიზნით, AI ხელსაწყოს ერთგვარი ტრენინგები ჩაუტარეს, გამორჩეული სტატიების საფუძველზე.
ტესტირების ეტაპზე დაფიქსირდა, რომ შემთხვევების თითქმის 50%-ში სისტემას ალტერნატიული ვერსიების რეკომენდაციები ჰქონდა. შედეგების მომხმარებელთა წინაშე წარდგენისას კი 21%-მა უპირატესობა მიანიჭა ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებულ ციტატებს, ხოლო 10% უპირატესობას ანიჭებდა არსებულს. ამასთან, 39%-ს განსაკუთრებული უპირატესობა არცერთისთვის მიუნიჭებია — ისინი მეტად ნეიტრალურ დამოკიდებულებას ამჯობინებდნენ.
მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ პროგრამულ პროგრამას, განსაკუთრებით AI სისტემას, რომელიც ეყრდნობა ტრენინგს, მიკერძოებულობის პოტენციალი აქვს. ამის გათვალისწინებით, SIDE-ის გარკვეული შეზღუდვებიც საყურადღებოა. თუმცა მკვლევრები მაქსიმალური ობიექტურობისა და „რაციონალურობის“ მიღწევისთვის მუშაობენ.