მხატვარ-დიზაინერმა მაიკლ მანდიბერგმა ნიუ-იორკში გალერეა “Denny”-ში უჩვეულო გამოფენა “From Aaaaa! to ZZZ” მოაწყო.
ნაბეჭდი ინტერნეტ-ენციკლოპედია ადამიანის ცოდნის ვიზუალური საცავია. მანდიბერგმა სპეციალური პროგრამა გააკეთა, რომელმაც ვიკიპედია დააკაბადონა და ბეჭდისთვის გაამზადა. მხატვარ-დიზაინერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შეუძლებელია ვიკიპედიას დასრულებული ფორმა მისცე. როგორც კი მას დაბეჭდავ კვდება, რადგან სიახლეს ვერ ჩაამატებ.
“Wikipedia”-ს მთავარი არსი მუდმივი განახლებაა. გამოფენაზე 106 წიგნია, თითო წიგნი 700 გვერდისგან შედგება. დამთვალიერებელს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება წიგნის შეძენის და ტვიტერის აქაუნტზე @PrintWikipedia სიახლეების გამოწერის.