in

სიცილიური ზაფხულით შთაგონებული სასმლის ბრენდი

Wild Fruit — ეს არის იტალიური განწყობით, კაშკაშა მზითა და სიცილიური ზაფხულისთვის დამახასიათებელი ყველა ჯადოსნური მომენტით შთაგონებული ბრენდი. ის 2013 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, როგორც ნატურალური, ველური ხილისგან დამზადებული წვენების კომპანია.

ვინაიდან ძირითად ინგრედიენტს სწორედ ხილი წარმოადგენს, ბრენდის დიზაინერებმა გადაწყვიტეს, ეს ვიზუალურ იდენტობაშიც აესახათ. თითოეულ ქილაზე თემატურადაა გამოსახული ხილი, რისგანაც გაზირებული წვენია დამზადებული — თუმცა მათ ჩვეულებრივი ვიზუალის ნაცვლად, ცოტათი უჩვეულო და ანიმაციური სახე აქვს. ვინაიდან სიტყვა „ველური“ ცოტათი შემაშინებლად ჟღერს, ბრენდის პოზიციონირებას ამგვარ ნარატივს უკავშირდება — თითქოს თითოეული ხილი პატარა საყვარელი მონსტრია. ბოროტი კი არა, უბრალოდ საყვარელი ველური მონსტრი.

ვიცით თუ არა ისტორიაში პირველი ვიდეო ზარის შესახებ?

Škoda Auto-ს SUV მოდელების შეუჩერებელი წარმატება