კარგი ბურბონი, სასიამოვნო მუსიკა და სიმპათიური მამაკაცი, ნამდვილად არაჩვეულებრივი ფაქტორებია მშვენიერი განწყობის შესაქმნელად. Wild Turkey-ის ხარისხიან სასმელს რომ თავი დავანებოთ, ბრენდის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ისეთი მიმზიდველი მამაკაცი მონაწილეობს, როგორიც მეთიუ მაკ-კონეჰია. თუმცა, ოსკაროსანი მეთიუ არამხოლოდ ცნობილი სახეა, რომელიც სასმელს რეკლამას უკეთებს, არამედ მთლიანი კამპანიის რეჟისორიც არის და უკვე ერთი წელია თავის შესაძლებლობებს ამ სფეროში აჩენს. მაკ-კონეჰისთან ერთად Wild Turkey-ისთვის ახალი ვიდეოს შექმნაზე სააგენტო JWT-მ იმუშავა.














