ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი ბურბონ Wild Turkey–ს კამპანიაში ჩაერთო, როგორც მსახიობი და ცნობილი სახე, ასევე, როგორც უშუალოდ რეჟისორი. პირველ ეტაპზე, მეთიუმ ბრენდის შესახებ მოკლემეტრაჟიანი საინფორმაციო ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც ბურბონის დამზადების ტრადიციასა და კონკრეტულად, მის მწარმოებელ ოჯახზე იყო. ახლა კი უკვე სარეკლამო რგოლების გავრცელებაც დაიწყო.
https://www.youtube.com/watch?v=qf7JUaYAHE8
მეთიუს სარეჟისორო დებიუტი შედგა! პირველივე ვიდეორგოლი საკმაოდ ეფექტური და ხარისხიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ზოგადად ალკოჰოლური სასმელებისთვის დამახასიათებელი ელემენტები ახლავს, როგორიცაა ბარი, მუსიკოსები და გამოწყობილი მოცეკვავეები, მეთიუს ნამუშევარს მაინც აქვს განსხვავებული შარმი.
ასეა თუ ისე, მსახიობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Wild Turkey–ის სარეკლამო ვიდეორგოლი ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას და სავარაუდოდ, ბურბონსაც მოგანდომებთ.












