in ,

“Wilder” პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელი

ვილდერი

კომპანია “ზედაზენი” პირველ ქართულ ენერგეტიკულ სასმელს ”Wilder” – ის წარმოებას იწყებს. პროდუქტი გაყიდვაში მარტიდან გამოვა. ერთი ქილის ფასი 2 ლარი იქნება. მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ახალი პროდუქტის დიზაინს.

ვილდერი
ბრენდის შეფუთვა და დიზაინი იანა პოლევანსკაიას ეკუთვნის. მისი თქმით, ახალი პროდუქტი არის დახვეწილი და ამავდროულად ველური, თავისუფალი, ყურადღების მიმპყრობი, უშრეტი ენერგიის მატარებელი. ამბობს, რომ მისი ვიზულიც ამ თვისებების შესაბამისად შეიქმნა.

“ამ თვისებებიდან გამომდინარე რთული იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ზუსტად გადმოცემდა პროდუქტის ხასიათს და მომხმარებლისთვის მისაღები იქნებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დიზაინში გამომეყენებინა გარეული ცხოველი, პანტერა და მისი გამოკვეთილი თვალები. სწორედ ეს ველური ცხოველი გახდა ახალი პროდუქტის საბოლოო სახე”,- ამბობს დიზაინერი.

პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს, მსოფლიოში უდიდესი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია „ESAROM“ აწვდის. ახალი პროდუქტის წარმოებაში ჩაშვება კი 5 მილიონი ლარი დაჯდა.
“ზედაზენში “ ამბობენ, რომ თავდაპირველად მუშაობა ერთდროულად რამდენიმე გემოზე მიმდინარეობდა, თუმცა, ხანგრძლივი დეგუსტირების შედეგად არჩევანი შეჩერდა გემოზე, რომელიც ბ ჯგუფის იშვიათ ვიტამინებს შეიცავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება ბრენდის სლოგანი. კომპანიაში ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია და ერთი კონკრეტული უახლოეს მომავალში შერიჩევა.
დღესდრეობით, ბაზარზე რამდენიმე საერთაშორისო მოთამაშეა, რომლებსაც მომხამრებელი კარგად იცნობს და ქართულ პროდუქციას, მათი სახით, სერიზული კონკურენტებიც ყავს. “ზედაზენში” თვლიან, რომ “Wilder”-ი ფასითა და ხარისხით მოიპოვებს უპირატესობას.
შეგანხსენებთ, “ზედაზენი” 2012 წლის გაზაფხულზე გაიხსნა და რამდენიმე სახის ლუდსა და ლიმონათს აწარმოებს.

ჩიპსი “McCain”-ის ახალი დიზაინი

რედბული

“ერთადერთი ლიმიტი არის ის რასაც საკუთარ თავს შენ დაუწესებ” – Red Bull