დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ველური ბუნების ფოტოგრაფის კრებსის ნამუშევრები უნდა გაგაცნოთ. დიდი თუ პატარა, უცნაური თუ კარგად ნაცნობი, კომიკური თუ მშვიდი კადრების ოსტატია. WildLOVE კი სწორედ ამგვარ ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთაგანაც ყველა თითქოს სტუდიურ შავ ფონზეა გადაღებული. აღნიშნული კი ცხოველზე ფოკუსირების შესაძლებლობას გვთავაზობს.
თითოეული ნამუშევარი საოცარი დეტალებით გამოირჩევა, მაგალითად ლომის სურათი ავიღოთ, რომელიც თავს ენერგიულად აქნევს. მისი ფაფარი მულტფილმების მზესავით იშლება და მასზე ერთი შეხედვითაც შესამჩნევი ხდება ბეწვის უხეში ტექსტურა, სველი ცხვირი და ულვაშების ბასრი დაბოლოებები.
„ცხოველები გამორჩეული მოდელები არიან. უსასრულო შესაძლებლობები აქვთ. მათი გამოხატვა ხშირად საკუთარი მდგომარეობის ასახვისკენ გვიბიძგებს… მინდა, ჩემი ფოტოები ამ ცხოველების სულის პორტრეტი იყოს, ცხოველების, რომლებიც ჩვენთან სივრცესა და დროს იზიარებენ. მინდა, ისინი მთელი თავისი სიდიადით გაჩვენოთ“, — ამბობს კრებსი და თუ რამდენად გამოუვიდა ეს, თავად შეაფასეთ: