in

ხმლების წარმოებიდან თანამედროვე სამართებლების ბრენდამდე – 𝐖𝐢𝐥𝐤𝐢𝐧𝐬𝐨𝐧 𝐒𝐰𝐨𝐫𝐝

არსებობენ ბრენდები, რომლებიც რამდენიმე ასწლეულს ითვლიან და ისტორიის ნაწილნი ხდებიან. მათი სახელი და პროდუქტი იმდენად ახლობელი ხდება ჩვენთვის, რიგითი მომხმარებლებისთვის, რომ მათ ხსენებაზე უამრავი ასოციაცია გვიჩნდება. დღეს სწორედ ასეთ ბრენდზე უნდა გესაუბროთ, მის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც თავის მხრივ, ძალზე საინტერესოა.

𝐖𝐢𝐥𝐤𝐢𝐧𝐬𝐨𝐧 𝐒𝐰𝐨𝐫𝐝 ეს სახელი ალბათ ყველას გეცნობათ, რადგან იგი არც მეტი, არც ნაკლები, 1772 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით დომინირებს ბაზარზე. მისი სამშობლო დიდი ბრიტანეთი, კერძოდ, ლონდონია, დამაარსებელი კი – ჰენრი ნოკი. ეს იყო ადამიანი, რომელიც იმ დროის ლონდონში ინოვაციური იარაღის წარმოებით გამოირჩეოდა. იგი აწარმოებდა უმაღლესი ხარისხის ხმლებს და ამისთვის ხელობის სტანდარტებსა და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიას იყენებდა. 

გარდაცვალებამდე ნოკმა ბიზნესი გადასცა თავის შეგირდსა და სიძეს, ჯეიმს უილკინსონს, რომელმაც იარაღის წარმოება განაგრძო. უფრო დიდ სიმაღლეებზე კი კომპანია ჯეიმსის ვაჟმა, ჰენრიმ აიყვანა, რომელსაც კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, დაჯილდოებული იყო ნოვატორული ნიჭით და არაერთი წიგნიც გამოსცა. ის ხშირად ატარებდა ექსპერიმენტებს სამუშაო იარაღებთან მიმართებით და მრავალი პატენტიც დაამზადა. გარდა იმისა, რომ ის გახდა დედოფალ ვიქტორიას მიერ დანიშნული ხმლისა და იარაღის მწარმოებელი, ჰენრი უილკინსონის მომხმარებელთა სია სწრაფად გაიზარდა და მოიცავდა უელსის პრინცს, ნეაპოლის მეფეს, პრუსიის მეფესა და ლორდთა პალატის მრავალ წევრს.

ხმლებიდან სამართებლამდე

მე -19 საუკუნის დასასრულისთვის, მათ დაიწყეს დივერსიფიკაცია სხვა პროდუქტებზე, უფრო მეტი სიხშირით კი სამართებლების წარმოებაზე. 1898 წელს პირველი საპარსი გამოუშვეს, რომელსაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი ხარისხისა და დიზაინის იყო. აღსანიშნავია, რომ ბრენდი დღემდე მიჰყვება იმ პირველ სტილსა და ხაზს, მეტიც, ისინი ამბობენ, რომ არასოდეს გადაუხვევენ ამ გზიდან. უშუალოდ სამართებლების მწარმოებლად ბრენდი 1962 წლიდან გვევლინება.

აღნიშნული დროიდანვე, Wilkinson Sword-ის პირები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა და ექსპორტი შეადგენდა გაყიდვების 40 პროცენტზე მეტს. 

ასე დაედო სათავე ქალისა და კაცის საპარსის გამორჩეულ ბრენდს, რომელიც ახლა ამერიკულ Edgewell ჯგუფს ეკუთვნის და მის ერთ-ერთ ქვებრენდს წარმოადგენს. 

დღეს wilkinson sword საპარსების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული კომპანიაა. ის სხვადასხვა სახეობის სამართებლებს, საპარს პირებსა და ტრიმერებს ამზადებს სხვადასხვა ზონისთვის. მისი პროდუქციის შეძენა როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისე საქართველოშიც არის შესაძლებელი. ჩვენთან wilkinson sword-ის პოპულარული პროდუქტებია წარმოდგენილი, რომლებიც, როგორც თავად ბრენდი აცხადებს, სპეციალური ტექნოლოგიით, ისეა დამზადებული, რომ პროდუქტი მეტად გამძლე და მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს. ამასთან, ის არის გათვლილი მგრძნობიარე კანზე, პარსვის უსაფრთხო პროცესზე და ეფექტის მაქსიმალურ შენარჩუნებაზე.

ამ პროდუქტებში შედის როგორც ბრენდის ყველაზე გავრცელებული Hydro 5 და „Intuition” მრავალჯერადი გამოყენების საპარსები, ასევე ერთჯერადი Extra 3, Xtreme 3 და Quattro. Intuition ქალის ხაზის წარმომადგენელია. ის უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და სიჯანსაღეს. ახლა, როდესაც ზაფხულის პერიოდია და მნიშვნელოვანია, ზღვისა და რუჯისთვის მომზადებულები ვიყოთ, სწორად შერჩეული საპარსი საშუალება საკმაოდ აქტუალური საკითხია. ამ პროდუქტზე დატანილია გელი, რომელიც შეიცავს შიის კარაქს. თავის მხრივ, შიის კარაქი გაჯერებულია უამრავი სასარგებლო თვისებით, რაც იცავს კანს ბევრი პრობლემისაგან. ამ ყველაფერთან ერთად ისიც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ Intuition-ს არ სჭირდება დამატებითი საპარსი გელი, შეიცავს E და B5 ვიტამინებს, ალოეს ექსტრაქტსა და 4 ულტრათხელ დანას, რომელიც თმას ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი მარტივად აშორებს. 

გარდა წარმოდგენილი პროდუქციისა, Wilkinson-ის ქართული წარმომადგენლობა გამოირჩევა ბრენდისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებითაც და პირველ რიგში, ესაა მომხმარებელზე ზრუნვა. ის ხშირად გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ გამოვიყენოთ მისი პროდუქცია და ზოგადად, როგორ შევინარჩუნოთ უფრო ჯანმრთელი კანი.

[R]

როდესაც ანკა ჩოჩია და არქიტექტურა საუბრობენ

რატომ ეწინააღმდეგებიან ემპათიას?