in

Will.i.am-მა საკუთარი კრეატიული პლატფორმა შექმნა — რისთვის შეიძლება მისი გამოყენება?

veon
veon

მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ პანდემიის თანმდევმა გამოწვევებმა იჩინა თავი, მომღერალმა, სიმღერების ავტორმა, პროდიუსერმა და ტექნიკურმა მეწარმე Will.i.am-მა ციფრული პლატფორმის განვითარება გადაწყვიტა. ამ უკანასკნელის მთავარი მისია შემოქმედებითი ადამიანებისა და კრეატორების დახმარებაა, რათა საკუთარი საქმიანობა ერთ სივრცეში მართონ.

ასე დაიბადა პლატფორმა FYI (for your ideas) და მიმდინარე წლის მაისში ჩაეშვა საჯარო მოხმარებაში. იგი აღწერილია, როგორც მსოფლიოში პირველი AI Web 3.0 მესინჯერი, რომელიც იყენებს WatsonX ტექნოლოგიას, IBM Cloud-თან პარტნიორობით.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, FYI კრეატორებს თანამშრომლობაში, სერვისების შეთავაზებების ორგანიზებაში, შეტყობინებების მიღება-გაცემაში, ვიდეოზარების წარმოებაში, მაღალი ხარისხის ფაილების გაზიარებასა და შეხვედრების დაგეგმვაში დაეხმარება. „2020-ში, როდესაც ყველანი სახლებში გამოვიკეტეთ, ძირითად სამუშაო საშუალებად ჩვენი მოწყობილობები გვექცა. შემოქმედებით საზოგადოებას კი მინიმუმ ხუთი ან ექვსი პროდუქტი გვჭირდებოდა სრულყოფილი საქმიანობისთვის“, — განმარტა Will.i.am-მა კანში გამართულ ღონისძიებაზე.

მომღერალს არასწორად მიაჩნია ის ციფრული რეალობა, სადაც საჭირო ხელსაწყოები სხვადასხვა პლატფორმაზეა მიმოფანტული; სანაცვლოდ, ამჯობინებს, ყველაფერი ერთიან მონაცემთა ბაზაში იყოს თავმოყრილი — ამ შემთხვევაში AI ბირთვში. „ჩვენი ინსტრუმენტი იმ პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება, რომლებსაც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში უგულებელყოფდნენ“.

არალათინური შრიფტების საერთაშორისო კონკურსს საქართველოც შეუერთდა!

კი თუ არა: ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლაში