in

Will.i.am-ის მიერ შექმნილი ნიღბის შეძენა 299 დოლარად შეგეძლებათ!

Xupermask ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენებით არის აღჭურვილი

პანდემიის დროს პირბადის გამოყენება აუცილებელ პირობად იქცა და ბუნებრივია, მთელი პანდემიური პერიოდის განმავლობაში მისი უამრავი ვარიაცია ვიხილეთ. სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობდნენ როგორც საქონლისა და ტექნიკური კომპანიები, ისე ცალკეული ცნობილი ადამიანები. მორიგი ნიღბის კონცეფცია კი, რომლის ფასიც $299-ს აღწევს, პოპ ვარსკვლავ Will.i.am-ს ეკუთვნის.

Black Eyed Peas-ის წევრისა და Honeywell-ის თანამშრომლობით, მაღალი ეფექტურობის სახის ნიღაბი, Xupermask შეიქმნა. ის აღჭურვილია ორმაგი სამსიჩქარიანი ვენტილატორით და HEPA ფილტრებით, რომლებიც LG-ის ჰაერის გამწმენდის შემთხვევაშიც ვიხილეთ.

რაც შეეხება ნითბის დიზაინს, მასზე ჰოლივუდის კოსტიუმების დიზაინერი ხოსე ფერნანდესი მუშაობდა. თანაც, ხოსე ის ადამიანია, რომელიც SpaceX-ის კოსმოსური კოსტიუმების უკან დგას. თავის მხრივ, ეს გამოცდილება აშკარად აისახება პირბადის ვიზუალურ მხარეზე.

რა თქმა უნდა, მომღერალმა აუდიოფილებზეც იზრუნა და ნიღაბს აქვს უსადენო ყურსასმენები, აქტიური ხმის ჩამხშობი, მიკროფონითა და Bluetooth 5.0 კავშირით. ამასთან ერთად, Xupermask-ს LED შუქებიც აქვს, რათა კიდევ უფრო ფუტურისტული, ნეონური ესთეტიკა შეიქმნას.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, რა შუაშია პოპ ვარსკვლავი ვირუსისგან დამცავ ნიღაბთან? რეალურად, ეს ფაქტი სულაც არ არის გასაკვირი. Will.i.am უკვე დიდი ხანია ტექნოლოგიურ სფეროშიც მოღვაწეობს, რისი შედეგიცაა მობილური ტელეფონის სხვადასხვა აქსესუარები, ზემოთ ხსენებული ყურსასმენები და სხვა.

ნიღბის გაყიდვა შესაბამის ვებგვერდზე, ხვალ, 8 აპრილს დაიწყება. მომხმარებლებს კი, არჩევანის გაკეთება ორ ფერსა (შავი ან თეთრი) და ორ ზომას შორის მოუწევთ.

ქართველი ილუსტრატორის, ხატია ჩიტორელიძის ნამუშევრები Bologna Children’s Book Fair 2021-ის ფინალშია

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის