in

“Johnnie Walker”-ის საკულტო კამპანიის დასასრული

დიდი ხნის შემდეგ, ვისკის კომპანია “Johnnie Walker”-მა თავისი საკულტო სარეკლამო კამპანია “Keep Walking”-ი დაასრულა და ერთდროულად 50 ქვეყნის მომხმარებელს ახალი კამპანია შესთავაზა. კამპანიის სახე ცნობილი მსახიობი ჯუდ ლოუ გახდა, რომელიც “ცხოვრებით ტკბობისკენ” მოგვიწოდებს.

“Johnnie Walker”-ის კამპანიის ფარგლებში პირველი ვიდეორგოლიც შეიქმნა. ვიდეო, იმ ადამიანებს გვიჩვენებს, რომლებიც ცხოვრებით ტკბებიან და იციან, როგორ შეიძლება საქმისგან სიამოვნების მიღება. ვიდეოს შემქმნელები მომხმარებელს არწმუნებენ, რომ სიხარული და ბენდიერება ყოველდღე უნდა ვეძებოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას.

https://youtu.be/K9R9YtaoYAE

 

ნატახტარმა ქუჩაში, უბრალო გამვლელებისგან რაგბის ქომაგები შექმნა! #GoLelos

“Vimeo” vs “YouTube”, ახალი ბრძოლა იწყება