უილიამ ბერნბახი – ლეგენდარული ფიგურა ამერიკის ისტორიაში. DDB (Doyle Dane Bernbach)-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და XX საუკუნის ყველაზე წარმატებული სარეკლამო კამპანიის «Think Small» -ის ავტორი.
ბერნბახის თანახმად, რეკლამა მათემატიკური ფორმულა არაა, რეკლამის მეტი წილი ინტუიციაზე დაფუძნებული უნდა იყოს, ვიდრე გათვლებზე.
„რეკლამა ზუსტი მეცნიერება არაა, ეს შთაგონებაა- შთაგონება კი ხელოვნება“
„ გრანდიოზული სარეკლამო კამპანია, მხოლოდ დააჩქარებს უხარსხო პროდუქტის კრახს“
„ყველაფერს, რასაც წერთ ფურცელზე, ყოველი სიტყვა, ყოველი სიმბოლო, მხოლოდ იმას გამოხატავს რისი თქმაც გსურთ“
„ ჩვენი საქმეა გავყიდოთ პროდუქტი და არა საკუთარი თავები“
„თუ თქვენს რეკლამას ვერ განასხვავებენ სხვისი რეკლამებისგან – ეს თვითმკვლელობის ტოლფასია“
აღიარებულმა, გაყიდვების გენიოსმა, კლოდ ჰოპკინსმა ცხოვრების დიდი ნაწილი რეკლამის კეთებას მიუძღვნა. მან, ერთ მთლიან სისტემაში მოიყვანა მთელი თავისი გამოცდილება, რომელიც შემდეგ წიგნად გამოიცა – „ჩემი ცხოვრება რეკლამაში“ და „ სამეცნიერო რეკლამა“. არავინ უნდა მიუშვათ რეკლამასთან, თუ ამ წიგნს მინიმუმ 7-ჯერ მაინც არ წაიკითხავს – ასე აფასებენ სპეციალისტები ჰოპკინსის ნამუშევრებს.
„ ხშირად, უბრალოდ სათაურის შეცვლა 5-10-ჯერ უფრო ეფექტურს ხდის რეკლამას“
„ ერთი ჭეშმარიტი გამოსავალი – კითხეთ რჩევა მომხმარებელს. “
„ თქვენ რეკლამას აკეთებთ და გამყიდველი ხართ, ნუ ეძებთ აპლოდისმენტებს“
„ ხალხი ჯამბაზებთან არ ვაჭრობს”
„ რაკლამის აგება, იგივეა რაც ცათამბჯენის აშენება, ყველაფერი ფუნდამენტზეა დამოკიდებული”
„ რეკლამით აღფრთოვანებულ ადამიანს არაფერი აქვს საერთო მყიდველთან“