in

ნახეთ: ვილიამ კლეინის მრავალი სახე

გამოფენა “William Klein: Yes – Photographs, Paintings, Films 1948-2013” ვილიამ კლეინის პერსონალური გამოფენაა, რომელიც მის მულტიდისციპლინურ კრეატიულობას ავლენს. 300-მდე ნამუშევრის გამოფენა ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ორგანიზებული  — აქ წარმოდგენილია ფოტოები, მხატვრული ლიტერატურა, დოკუმენტური ფილმები, გრაფიკული დიზაინის ნამუშევრები და ფერწერა.

ყველა მათგანი ახალ სტილებსა და მეთოდებს მოიცავს, რომლებიც კატეგორიზაციას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ სულისკვეთებით აირჩია კლეინმა გამოფენის სახელწოდება, რაც მიუთითებს მის დაჟინებულ, თუნდაც ჯიუტ მიდგომაზე ექსპერიმენტებისადმი. „დიდი ხნის განმავლობაში კლეინი ცნობილი იყო, როგორც მოდის ან ქუჩის ფოტოგრაფი და კინორეჟისორი. მხოლოდ ბოლო წლებში იქნა აღიარებული მისი მიღწევების მასშტაბები. უნივერსალურობა ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ მხატვრული მნიშვნელობა ეფუძნება ინდივიდუალურ თემებსა და განმეორებად საზრუნავს. მაგრამ კლაინის მსგავსი ხელოვანები, რომლებიც თავისუფლად ტრიალებდნენ და ვიწრო სპეციალიზაციას ერიდებოდნენ, გასული საუკუნის კულტურის გააზრების გასაღებია“, — ამბობს გამოფენის კურატორი.

გამოფენის საწყისი წერტილი 1948 წელია, როდესაც 20 წლის ასაკში კლაინმა სამსახური მიიღო ფერნან ლეჟეს სტუდიაში. ის პარიზში რვა წელი დარჩა და საბოლოოდ იქ დასახლდა ნიუ-იორკში ყოფნის შემდეგ. სწორედ ლეჟემ მიუთითა მას მედიაზე, როგორიცაა ფოტოგრაფია და კინო, მაგრამ ვილიამმა მაინც განაგრძო ხატვა.

3 სტრატეგია, რათა თანამშრომლებს შორის მეგობრული კავშირები ჩამოაყალიბოთ

Heineken-ის ბილბორდი ლუდს მზის ენერგიით აციებს!